The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

განვითარების პროგრამის შექმნა

გთავაზობთ თქვენი კომპანიის მიზნების შესაბამის, ეფექტური პროგრამების შექმნას, თანამშრომელთა განვითარებისთვის, რომელიც დაეყრდნობა ტრენინგებისა და განვითარების საჭიროებათა კვლევას.


გთავაზობთ სამეტაპიანი პროექტის განხორციელებას:

პირველი ეტაპი
- კვლევა.  ჩაგიტარებთ არსებული სიტუაციის კვლევას და შედეგების ანალიზის საფუძველზე მოვახდენთ ხარვეზების გამოვლენას, შევაფასებთ თანამშრომელთა უნარ-ჩვევებს, განვითარების შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. კვლევაში გამოვიყენებთ სხვადასხვა მეთოდებს: თანამშრომელთა გამოკითხვა, ინტერვიუები მენეჯერებთან, ფოკუს-ჯგუფები.

მეორე ეტაპი - მიზნების განსაზღვრა. განვსაზღვრავთ იმ ძირითად პარამეტრებს (მაგ.გაყიდვების მაჩვენებლების გაზრდა, სამუშაოს შესრულების გაუმჯობესება, პროდუქტულობის და ეფექტიანობის გაზრდა), რომლებიც შესაძლოა შეიცვალოს ტრენინგისა და განვითარების პროგრამების შედეგად.

მესამე ეტაპი - განვითარების პროგრამის შექმნა. შევიმუშავებთ პროგრამის დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებისა და ტრენინგის სხვადასხვა სქემები. შეიქმნება ტრენინგების ჩამონათვალი, რომელიც შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. პროგრამა გაითვალისწინებს არსებულ ლიდერულ პოტენციალს, თანამშრომლების მიერ სხვათა სწავლებისა და განვითარების უნარებს და  სწორად მიმართავს მათ. 

განვითარების პროგრამის განხორციელების შედეგად თქვენს კომპანიაში მოხდება თანამშრომელთა ტალანტების, ცოდნისა და ინტელექტუალური კაპიტალის ზრდა, შესაბამისი მეთოდებით (ტრენინგი, პრაქტიკული სწავლება, ქოუჩიგი, სასწავლო პროგრამები და ა.შ.). 

საჭიროების შემთხვევაში, შეგირჩევთ ტრენინგ ორგანიზაციებს და კერძო პირებს, რომლებიც შეძლებენ მოგაწოდონ ხარისხიანი და თქვენთვის შესაბამისი პროდუქტი. ვიზრუნებთ, რათა საუკეთესო მომსახურება, შესაბამისი ტრენინგ-მოდულებით, საუკეთესო ფასად მიაწოდონ თქვენს კომპანიას. დაგეხმარებით ტრენინგების ისე ორგანიზებაში, რომ არც სამუშაო პროცესი დაირღვეს და ტრენინგებიც ისეთ დროს დაიგეგმოს, რომ იყოს მაქსიმალურად შედეგიანი  თანამშრომლებისათვის. შევაფასებთ ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.