ადამიანური რესურსების მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციის შექმნა
ა) სამუშაოს აღწერილობები/თანამდებობრივი ინსტრუქციები
ჩვენ მოგიმზადებთ სამუშაოს აღწერილობებს თითოეული პოზიციისთვის. სამუშაოს აღწერილობები მომზადდება თქვენი მოთხოვნების და არსებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით. განიხილება, შეჯერდება და დაზუსტდება შემსრულებელ თანამშრომლებთან და მათ უშუალო ხელმძღვანელებთან. საბოლოო პროდუქტში ნათლად იქნება ჩამოყალიბებული თითოეულ პოზიციასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი: შრომის ბაზარზე დამკვიდრებულ თანამდებობათა სახელწოდებები, თანამდებობის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და პასუხისმგებლობები, ასევე სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება, ცოდნა, უნარ-ჩვევები, გამოცდილება, კომპეტენციები.
ბ) შინაგანაწესი
ჩვენ ჩამოგიყალიბებთ შინაგანაწესს თქვენი ორგანიზაციული კულტურის, მოთხოვნების, საჭიროებების და არსებული კანონონმდებლობის გათვალისწინებით. მასში განსაზღვრული იქნება ორგანიზაციაში ქცევისა და სამუშაოს შესრულების, ორგანიზაციის შიგნით და გარეთ კომუნიკაციის წესები, დასაქმებულის და დამსაქმებლის პასუხისმგებლობები. შინაგანაწესი, თქვენი ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, დაიცავს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებებს, განსაზღვრავს დაქირავების, გათავისუფლების, შვებულებით და დასვენების დროით სარგებლობის, კომპანიის შესატყვისი ქცევისა და ჩაცმის წესებს, თანამშრომლის არასათანადო ქცევასთან დაკავშირებულ დისციპლინურ ზომებსა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
გ) HR სტრატეგია
თქვენთვის შევიმუშავებთ თქვენი ბიზნესის მიზნების, მისიის, ხედვის და კომპანიის სტრატეგიის შესატყვის HR სტრატეგიას, რომელიც გაზრდის თქვენი ბიზნესის პროდუქტულობას და ეფექტურობას.
შევისწავლით და გავაანალიზებთ არსებულ სიტუაციას, ორგანიზაციის სტრუქტურას, სამუშაო როლებს, ანგარიშგების მეთოდებს, ორგანიზაციულ კულტურას, არსებულ ადამიანურ რესურსებს და მათი განვითარების პოტენციალს, ადამიანური რესურსების მართვის სისტემებს და პრაქტიკებს, ბიზნესის ამოცანებს და კომპანიის სტრატეგიას. ანალიზის საფუძველზე ჩვენ განვსაზღვრავთ რა მეთოდებით და ცვლილებებით, რომელი ადამიანური რესურსების მართვის პროგრამების განხოციელებით იქნება ეფექტიანი ამ ამოცანების შესრულება და თქვენთან კოორდინაციით მოვამზადებთ HR სტრატეგიას, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული განსახორციელებელი პროგრამები.