The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
პროექტანტების ხელმძღვანელი
 
ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტანტების ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანია ბაუმერისათვის.
 
კომპანია ბაუმერი უზრუნველყოფს მექანიკური, ელექტრო და წყალგაყვანილობის (MEP) საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციას და ექსპლუატაციის შემდგომ მომსახურებას (baumer.ge).
 
პროექტანტების ხელმძღვანელის პოზიციაზე მივესალმებით MEP საინჟინრო ტექნიკური პროექტების წარმოებისა და გუნდის მართვის გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომელთაც შესწევთ ცოდნა და უნარი უხელმძღვანელონ და განვითარების ახალ საფეხურებზე აიყვანონ კვალიფიციური პროექტანტებით დაკომპლექტებული გუნდი.
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის N65
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ. - პარ.) 10:00 – 19:00 
მივლინებები: საქართველოს ფარგლებში და ფარგლებს გარეთ არსებულ ობიექტებზე (თვეში 1-2-ჯერ)
ანაზღაურება: განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე, პოზიციის და რანგის შესაბამისი კონკურენტული ანაზღაურება (სავარაუდო დიაპაზონი 5000-7000 NET)
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი, საწვავით უზრუნველყოფა. 
 
ძირითადი მოვალეობები:
MEP საინჟინრო სისტემის პროექტანტების გუნდის ხელმძღვანელობა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
პროექტანტების გუნდის და მისი თითოეული წევრის განვითარებაზე, ჩართულობასა და მოტივირებაზე ზრუნვა და მხარდაჭერა;
გუნდის მხარდაჭერა პროექტის შესრულების პროცესში, განხორციელების ოპტიმალური გზების მითითება/შეთავაზება, პრობლემების გადალახვაში თანადგომა;
პროექტანტების ყოველდღიური საქმის შესრულების და დროის მენეჯმენტი;
პროექტების დაგეგმვა, მართვა, მათი სრულყოფილად შესრულების და განხორციელების  უზრუნველყოფა;
პროექტის შესრულების ხარისხის და ჩაბარების ვადების დაცვის უზრუნველყოფა;
დამკვეთებთან ურთიერთობა და მათთან მოლაპარაკებებში ჩართულობა;
გაყიდვის ეტაპზე ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო, ან არქიტექტურის განხრით;
MEP პროექტების პროექტირების ცოდნა და გამოცდილება (საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
სამშენებლო-საინჟინრო, ტექნიკური გუნდის მართვის გამოცდილება;
პროექტირების პროგრამების (AutoCAD, magiCAD, Revit) ცოდნა მინიმუმ პროექტის კითხვის დონეზე
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა; 
 
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.