გამოცდილება - ჩვენი კონსულტანტები ათეული წლებია მოიძიებენ და ასაქმებენ ნებისმიერი რანგის, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ცოდნა - ჩვენ ვიცით როგორ და სად ვეძებოთ, ჩვენ ვიცით როგორ ამოვარჩიოთ ის, ვინც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. ჩვენ ამ ცოდნას არა მხოლოდ ვიყენებთ, არამედ გადავცემთ სფეროს სხვა სპეციალისტებსაც, ჩვენი ცოდნა მოთხოვნადია რეკრუტერებში და HR სპეციალისტებში.
ამბიცია - თითოეული პროექტი ჩვენთვის გამოწვევაა, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ საუკეთესოები და საუკეთესოდ გავართმევთ თავს გამოწვევას.
კონტაქტები - რეკრუტინგში კონტაქტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მრავალწლიანი გამოცდილებით და მიზანმიმართული მუშაობით ჩამოყალიბებული ჩვენი კონტაქტების ფართო ქსელი უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომელსაც მაქსიმალურად ეფექტურად ვიყენებთ.
• ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს ცოდნის, გამოცდილების, უნარების, პიროვნული თავისებურებების და კანდიდატის მამოტივირებელი ფაქტორების გათვალისწინებით.
• დამკვეთი კომპანიის კორპორატიულ კულტურას და ღირებულებებს.
• პირობებს, რომელსაც კომპანია სთავაზობს კანდიდატს (ანაზღაურება, განვითარების შესაძლებლობა, სოციალური პაკეტი, სხვადასხვა სახის ბონუსები და ა.შ.)
კანდიდატების მოძიება
ჩვენ ვეძებთ ყველა შესაძლო მეთოდით - ვაცხადებთ ვაკანსიას შესაბამის გვერდებზე და სოციალურ ქსელში, ვიყენებთ პირად კონტაქტებს და ექსპერტთა ქსელს, ვარჩევთ კანდიდატთა მონაცემთა ბაზაში და ა.შ.
ჩვენ არ ვართ პასიურ პოზიციაში და არ ველოდებით როდის გამოეხმაურებიან კანდიდატები გამოცხადებულ ვაკანსიას. ჩვენ მოვიძიებთ ინფორმაციას პოტენციურად ღირებული კანდიდატების შესახებ და ვუკავშირდებით მათ შესაბამისი შეთავაზებით.
კანდიდატების გადარჩევის პროცესი და პირველადი მოლაპარაკება
მოძიებული კანდიდატები გადიან გასაუბრებას ჩვენი გუნდის გამოცდილ სპეციალისტებთან, მოწმდება მათ რეზიუმეებში მოყვანილი ინფორმაცია, გროვდება ინფორმაცია რეკომენდატორებისაგან. ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე ტარდება შერჩევის სხვა ღონისძიებები (პროფესიული, უნარების ან პიროვნული თვისებების ტესტირება, პრაქტიკული დავალების შესრულება და ა.შ.).
გადარჩევის პროცესში კანდიდატებს მიეწოდებათ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის და დამკვეთი კომპანიის შესახებ, წარმოებს წინასწარი მოლაპარაკებები.
მნიშვნელოვანია - ჩვენ არ ვაწარმოებთ კანდიდატებთან სახელფასო მოლაპარაკებას. ვთვლით, რომ ეს საკითხი გაცილებით ეფექტურად წყდება უშუალოდ კანდიდატსა და დამქირავებელს შორის. ჩვენ მხოლოდ ვამოწმებთ შეესაბამება თუ არა კანდიდატის სახელფასო მოთხოვნა დამკვეთი კომპანიის სახელფასო დიაპაზონს და ხომ არ არის, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი აცდენა.
კანდიდატების წარდგენა დამკვეთი კომპანიისათვის
საბოლოოდ შერჩეული კანდიდატების მონაცემები, შესაბამისი ინფორმაციით და დახასიათებით, წარედგინება დამკვეთ კომპანიას. გარდა ამისა, წარედგინება რეკომენდაციები კონკრეტულ კანდიდატთან ეფექტური მოლაპარაკებების საწარმოებლად.
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ კანდიდატების და კომპანიის შესაბამისი თანამშრომლის შეხვედრის ორგანიზებას.
კომპანიის გადაწყვეტილებას ვაცნობთ იმ კანდიდატებს, რომელთა დაქირავებაზეც კომპანიამ თავი შეიკავა*.