The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
გაყიდვების მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანიისთვის Alcon Pharmaceuticals.

Alcon Pharmaceuticals - წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს ოფთალმოლოგიურ კომპანიას, რომელიც აწარმოებს ოფთალმოლოგიურ პრეპარატებსა (კონტაქტური ლინზები, თვალის წვეთები და მშრალი თვალის მოვლის საშუალებები)  და მოწყობილობებს. კომპანია დაარსდა 1947 წელს და წარმატებით ოპერირებს მთელს მსოფლიოში.

Alcon Pharmaceuticals ეძებს შესაბამისი მიმართულებით გამოცდილ კანდიდატს, რომელიც დაგეგმავს და ორგანიზებას გაუწევს პროდუქტის გაყიდვებს, გაუძღვება სპეციალურად დაგეგმილ საგანმანათლებლო პროცესს, იქნება კომუნიკაბელური და შეძლებს მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვას მისი საბოლოო შედეგების მისაღწევად..

სამუშაო ადგილი: თბილისი, მივლინებები საქართველოში
სამუშაო განაკვეთი: სრული 
ანაზღაურება: 2916 ლ + ბონუსი გაყიდვებიდან
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი:  ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები, საწვავი.

ძირითადი მოვალეობები: 
• ყოველდღიური ვიზიტები ოფთალმოლოგიურ კლინიკებთან, მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ოფთალმოლოგებთან, ფარმაცევტულ ქსელთან და შესაბამის წარმომადგენლებთან;
პროდუქტის პრეზენტაცია და ეფექტური გაყიდვების კამპანიის დაგეგმვა;
კომპანიის პროდუქციის რეგულარულად შემოწმება აფთიაქებსა და ოპტიკურ მაღაზიებში;
მომხმარებელთა საჩივრების განხილვა ფარმაკოვიგილაციის მიერ დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
Alcon-ის მიერ დაგეგმილი კონფერენციების ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
მონაცემთა ბაზების მართვა;
• შესაბამის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია საქართველოში, სპეციალური საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისათვის. 
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული/ბიოლოგიური/ეკონომიკური განხრით;
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე (B2);
MS Office პროგრამების ფლობა;
საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა/მართვა;
გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლის/ექაუნთ მენეჯერის ან მსგავსი პოზიციების კუთხით მინ. 2 წელი;
• მართვის მოწმობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 16 მაისისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.