ტრენერთა ტრენინგი
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის დაგეგმვის, ჩატარების სხვადასხვა მეთოდების და ტექნიკების, ტრენინგის შედეგების შეფასების სწავლება. სხვათა სწავლების ფასილიტაციის, მონაწილეთა დაინტერესების, ტრენინგის დამხმარე აქტივობების და პროცესში ჩართვის პრაქტიკული უნარების განვითარება.
მიზნობრივი აუდიტორია:
კომპანიის ტრენერები, თანამშრომელთა სწავლების პროცესში ჩართული მენეჯერები
მეთოდოლოგია:
თეორიული პრეზენტაციები, სადემონსტრაციო სავარჯიშოები, სიმულაციები, დემონსტრირება, როლური თამაშები
ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• ისწავლიან ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებს
• შეძლებენ ჯგუფის საჭიროებების განსაზღვრას და მას მოარგებენ სასწავლო მასალას
• შეძლებენ ტრენინგის დაგეგმვას, ფორმატის და სეგმენტების განსაზღვრას, თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების სწორად გადანაწილებას
• შეძლებენ გახდნენ ავტორიტეტული და სანდო ტრენერები ჯგუფისთვის
• შეძლებენ მონაწილეთა აქტიურ ჩართვას ტრენინგის პროცესში
კომპანიის სარგებელი
კომპანიაში განვითარდება და დაიხვეწება თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების პროცესი; გაიზრდება შიდა რესურსებით სიახლეების სწრაფად და ეფექტურად მიწოდების შესაძლებლობა, გაუმჯობესდება ახალი პროცესების, პროდუქტების და სერვისების დანერგვის პროცესი; მოხდება ცოდნისა და გამოცდილების სწრაფი გავრცელება ორგანიზაციის ყველა საჭირო სტრუქტურულ ერთეულსა და ფილიალში.