თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა
კვლევის თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობილი მეთოდოლოგიების (რაოდენობრივი და თვისობრივი) გამოყენებით გთავაზობთ:
• თანამშრომელთა შრომითი განწყობების და მოტივატორების შესწავლას
• სამუშაოთი კმაყოფილების დონის, კმაყოფილება/უკმაყოფილების მიზეზების განსაზღვრას
• თანამშრომელთა ორგანიზაციულ პროცესებში ჩართულობის დონის დადგენას
• თანამშრომლის მიერ კომპანიის მიზნების აღქმის შესწავლას
• კომპანიისადმი, მისი ბრენდისა და სერვისებისადმი პერსონალის ლოიალობის ხარისხის განსაზღვრას და მასზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენას
• თანამშრომლების დამოკიდებულებების კვლევას მენეჯმენტის, მართვის სტილის მიმართ
• თანამშრომელთა მიერ ორგანიზაციაში არსებული სოციალური გარემოს აღქმის შესწავლას
• პროფესიული სტრესის ძირითადი წყაროების და პროფესიული სტრესის დონის განსაზღვრას
კვლევებზე დაყრდნობით შექმნილი ანალიტიკური ანგარიშისა და რეკომენდაციების დახმარებით:
• მიიღებთ თანამშრომლებისგან გულწრფელ უკუკავშირს ანონიმურად და კონფიდენციალურად, რაც მოგცემთ ღირებულ მასალას ორგანიზაციაში არსებული კლიმატის გასაჯანსაღებლად და პერსონალის ჩართულობის გასაზრდელად
• თანამშრომლები დაინახავენ, რომ თქვენთვის ღირებულია მათი მოსაზრებები, შენიშვნები, კრიტიკული აზრები, წვლილი, უკუკავშირი, რაც თავისთავად უწყობს ხელს ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესებას
• მიიღებთ თანამშრომელთა კომპანიის საქმიანობაში ჩართულობის რეალურ სურათს
• მოახდენთ პრობლემათა და საქმიანობისთვის ხელისშემშლელ გარემოებათა გამოვლენას
• განსაზღვრავთ შესაძლო ცვლილებების სფეროებს
• შექმნით და განავითარებთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემებს თანამშრომელთა მოტივაციისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად
• შეიმუშავებთ ორგანიზაციაში არსებული პრობლემების დაძლევის და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესების სტრატეგიებს