დროის მართვა
ტრენინგის მიზანი:
აუმაღლოს მონაწილეებს დროის მართვის უნარები, ასწავლოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განაწილება, დროის უკეთ ორგანიზებისათვის შესძინოს დროის განაწილების უნარ-ჩვევები.
მეთოდოლოგია:
გამოიყენება ზრდასრულთა სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული ინტერაქციული მეთოდები, თეორიული პრეზენტაციები, ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები, დისკუსია.
მიზნობრივი აუდიტორია:
ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი
ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• უკეთ გაიაზრებენ დროის მართვის მნიშვნელობას
• ისწავლიან დროის ეფექტიანად მართვის მეთოდებს
• ისწავლიან პრიორიტეტების სწორად განაწილებას
• გახდებიან უფრო მეტად ორგანიზებულები და პროდუქტიულები
• უფრო სწრაფად მიაღწევენ დასახულ მიზნებს
კომპანიის სარგებელი
კომპლექსური მიდგომით, სისტემატური სწავლების შედეგად კომპანიაში გაიზრდება თანამშრომელთა პროდუქტულობა და ეფექტიანობა, რაც ხელს შეუწყობს კომპანიას თავისი ბიზნესის მიზნების სწრაფად მიღწევაში.