The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
აუდიტორი (ასისტენტ აუდიტორი)

ვაცხადებთ ვაკანსიას ასისტენტ აუდიტორის პოზიციაზე აუდიტორული კომპანიისთვის „ბაკაშვილი და კომპანია“ 

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი და მოტივაცია მიიღონ უფრო მეტი გამოცდილებადა წვლილი შეიტანონ კომპანიის განვითარებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 47
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: 500-1200 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:
აუდიტის ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
აუდიტის პროექტის ფარგლებში დოკუმენტირება და ანალიზი;
გარკვეული სტანდარტული აუდიტორული პროცედურების დამოუკიდებლად განხორციელება;
უფროსი აუდიტორის მიერ განსაზღვრული, პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვოვნები:
უმაღლესი განათლება (ფინანსების,ეკონომიკის,აუდიტის მიმართულებით);
ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
ფინანსური ბუღალტერიის საკითხების ცოდნა;
სასურველია მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიის განხრით;
ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Word, MS Excel – Vlookup; Sumif; If, Conditional Formatting, Charts);
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (Intermediate).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.