The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
დირექტორის თანაშემწე

ვაცხადებთ ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე კომპანიისთვის, რომელიც სავაჭრო მოწყობილობების მიმართულებით ოპერირებს ბაზარზე და ამასთან მომხმარებელს უწევს სრულ ტექნიკურ მომსახურებას. 
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების მქონე, ასევე დამწყებ, აქტიურ, კომუნიკაბელურ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
 
სამუშაო ადგილი - თბილისი (საბურთალო)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი)
დაქვემდებარება - აღმასრულებელი დირექტორი
ანაზღაურება - 2000 - 2500 (NET)
 
ძირითადი მოვალეობები:
• აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებების გაცნობა სამიზნე ჯგუფებისთვის და შედეგებზე მონიტორინგი;
კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა კვლევის და ანგარიშების წარმოება;
კომპანიაში ყოველდღიურ საკითხებზე მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
აღმასრულებელი დირექტორისთვის რეკომენდაციების მიცემა თანამშრომელთა ეფექტიანი მუშაობის შესახებ;
კოორდინირებული ურთიერთობა აღმასრულებელ დირექტორებთან, თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და სხვა პარტნიორ კომპანიებთან;
მცირე მასშტაბის პროექტების მართვა;
პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროცესების მონიტორინგი;
• შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების შემდგომი დოკუმენტაციების წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და იურიდიული მიმართულებით);
სასურველია საზღვარგარეთ სწავლის ან/და მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე;
• საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 5 სექტემბერს.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.