The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ფინანსური დირექტორი

ვაცხადებთ ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე ჰოლდინგური კომპანია TSUR Group-ისთვის. 

TSUR Group არის ქართულ-ებრაული ჰოლდინგი, რომლის ხედვა და მიზანია რომ შეცვალოს მომხმარებლის ქცევა. ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: არომაკო - არომა მარკეტინგის ინოვატორი საქართველოში; ნამი8 - წყლის ფილტრაცისს დისპენესერები; ლალინი - თავის მოვლის საშუალებები ისრაელიდან; მასორი - საინვესტიციო უძრავი ქონება; რეკრუტერი - ლეგალური დასაქმება ისრაელში. ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე: www.tsur-group.com

პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ფინანსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც წარმატებულად უმუშავიათ ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. 

სამუშაო განაკვეთი
- სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00)
დაქვემდებარება - ჰოლდინგის დამფუძნებელი
დაქვემდებარებული - 7 თანამშრომელი
დამატებითი სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება. 

ძირითადი მოვალეობები:
ჰოლდინგში შემავალი კომპანიების გრძელვადიანი განვითარებისა და სამოქმედო გეგმის დასახვა და დამტკიცება უმაღლესი რგოლის მენეჯმენტთან ერთად;
ჰოლდინგისა და მასში შემავალი კომპანიების წლიური დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების პროცესის მართვა;
ჰოლდინგისა და მასში შემავალი კომპანიების საპროგნოზო და ფაქტობრივი ფინანსური უწყისების მომზადების უზრუნველყოფა;
წლიური ბიუჯეტის შესრულების ანალიტიკა, შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
ჰოლდინგისა და მასში შემავალი კომპანიების მოგება-ზარალის ანალიტიკა და მომგებიანობისთვის შესაბამისი პოლიტიკების გატარება;
პროექტების საინვესტივიციო ანალიზი და ფინანსების მოძიება;
ფინანსური დეპარტამენტის მართვა;
ჰოლდინგში დანერგილი ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება;
ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
გამოცდილება ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა 
გუნდის მართვის გამოცდილება;
ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის პროგრამების დანერგვის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა. 

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.