The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "GSN"-ისთვის.
 
კომპანია "GSN" გახლავთ ბულგარული კომპანია “Daisy Technology”-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების მიმართულებით. კომპანია ამ ეტაპზე წარმოდგენილია 17 ფილიალით ქვეყნის მასშტაბით. 
 
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით: https://www.gsn.ge/
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ გუნდურად მუშაობისა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
 
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი)
დაქვემდებარება - მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
ანაზღაურება - 2500 (NET)
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: დაზღვევა, უფასო კურსები, ბონუსები

ძირითადი  მოვალეობები:
მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შესაბამისი  სტრატეგიის შემუშავება კომპანიის პროდუქტების/სერვისების გაყიდვა/განვითარების მიზნით 
სხვადასხვა არხების გამოყენებით მარკეტინგული აქტივობების წარმოება
მიმდინარე პროექტების მართვა 
თანამშრომლებისათვის ტრენინგების დაგეგმვა/ორგანიზება/ჩატარება კომპანიის პროდუქტების გაყიდვების ეფექტურობის ამაღლების მიზნით
კონკურენტული ბაზრის შესწავლა
შესაბამისი რეპორტების წარმოება
ERP and PBI პლატფორმებზე მუშაობა
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
პროექტის მართვის გამოცდილება
საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე 
დეტალებზე ორიენტირებულობა
გამოცდილება ადმინისტრაციული მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 30 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.