დირექტორი
ვეძებთ დირექტორს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის. კომპანია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია ფილიალების სახით თბილისში.
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატს, რომელსაც აქვს მრავალფილიალიანი ბიზნესის მართვის გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
• კომპლექსის ოპერაციული მართვა;
• მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და ხარისხის კონტროლი;
• გუნდის შერჩევა, განვითარება, შეფასება და საბონუსე სისტემების შემუშავება;
• ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლების, ხარჯების კონტროლი და მომგებიანობის ზრდა;
• გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
• მომხმარებელთა კმაყოფილების, არსებული წევრების შენარჩუნებისა და ახალი
მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
• მარკეტინგული აქტივობების, გაყიდვების სტიმულირებისა და ახალი შემოსავლის წყაროების ძიება;
• სავარჯიშო აღჭურვილობის გამართულობის, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
• ბიზნეს პროცესებისა და ციფრული სისტემების გაუმჯობესება;
• ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი სერვისების დანერგვა;
• კომპანიის მფლობელთან/დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლეს განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით);
• რამდენიმე წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის;
• ფინანსური მართვა — ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ანგარიშგება;
• MS Office პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.