გაყიდვების ექაუნთ მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე კომპანია „სინტაქსისთვის”. კომპანია 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. უზრუნველყოფს ბიზნესისთვის მის საჭიროებაზე მორგებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას.
პოზიციის მიზანია ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების სრული ციკლის მართვა.
სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო გრაფიკი (09:30-18:30 სთ)
ანაზღაურება - ფიქსირებული 2500-3000 ლარი (+ საბონუსე სისტემა)
ლოკაცია - ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
აღნიშნული პოზიცია პასუხისმგებელია ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვაზე, გაყიდვების სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, დასახული კომერციული მიზნებისა და KPI-ების შესრულებაზე. ასევე, არსებული სტრატეგიული კლიენტების განვითარებაზე, შემოსავლის ზრდასა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• მიზნობრივი კორპორაციული კლიენტების იდენტიფიცირება, მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება სხვადასხვა არხის გამოყენებით;
• გაყიდვების სრული ციკლის მართვა: ახალი ბიზნეს კლიენტების მოძიება, შეთავაზების მომზადება, კომპანიის სერვისების/პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაცია, მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება;
• შემოსული ლიდების დროული დამუშავება, კვალიფიკაცია და გაყიდვების შესაძლებლობად გარდაქმნა;
• კლიენტის ბიზნეს-საჭიროებების კვლევა და შესაბამისი IT სერვისების/პროდუქტების ღირებულებაზე დაფუძნებული შეთავაზება;
• კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
• CRM-ში მონაცემების ასახვა და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებით;
• აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• IT პროდუქტებთან/სერვისებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
• ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე;
• MS Office (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) და CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2026 წლის 5 დეკემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.