The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
პროექტების მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტებ
ის მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის".

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. 

პროექტებ
ის მენეჯერის პოზიციაზე მივესალმებით ორგანიზებულ, გუნდის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების სწრაფად გადაჭრის, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარების და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე კანდიდატებს. 

სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები:
• სამუშაო ობიექტზე პირველადი ვიზიტის განხორციელება;
• ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და დაზუსტება;
• არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მათ შორის ადგილზე აზომვების განხორციელება და სხვა რელევანტური მონაცემების შეგროვება;
• მოპოვებული მონაცემების ანალიზი და დამკვეთის საჭიროებების გათვალისწინებით ინფორმაციის საბოლოო ფორმალიზება;
• დამკვეთთან კომუნიკაციის საფუძველზე მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და ფორმალიზება წერილობითი სახით;
• კომპლექსური ტექნიკური მოთხოვნების შედგენა, რომლებიც ეფუძნება ანალიზს და არსებულ ტექნიკურ პირობებს;
• პროექტის შესრულების პროცესის მუდმივი მონიტორინგი ობიექტზე;
• გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წერილობითი ფორმით;
• შესაბამისი მოწყობილობებისა და მასალების შერჩევა ხარისხის, ეფექტიანობისა და ღირებულების გათვალისწინებით;
• პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის, სპეციფიკაციებისა და სხვა მასალების მომზადება წერილობითი ფორმით;
• შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების და დასკვნების შედგენა;
• საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სახელით დამკვეთებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
• შეხვედრების შედეგების და მიღებული გადაწყვეტილებების წერილობითი დაფიქსირება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
• კომპანიის მენეჯმენტის მითითებით, გაანხორციელოს სხვა ამოცანები, რომლებიც არ არის პირდაპირ მითითებული ამ დანართში, მაგრამ ემსახურება კომპანიის სტრატეგიული და ოპერატიული მიზნების მიღწევას.

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით; 
• მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი სამშენებლო სფეროში; 
• მენეჯერული გამოცდილება, დიდი გუნდის მართვის უნარი; 
• ელექტროობის ტექნიკური ცოდნა (სავალდებულო); 
• მექანიკური ინჟინერიის საბაზისო ცოდნა ან სწრაფად ათვისების უნარი; 
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 10 ნოემბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.