HR მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე კომპანია ,,ELTEG”- ისთვის.
კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ,,ელტეგი“ მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება - მონტაჟს და ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან არის Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ქ. წამებულის N44
სამუშაო განაკვეთი - სრული, 09:00 სთ -18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი)
საწყის ეტაპზე შესაძლებელია არასრული სამუშაო განაკვეთის განხილვა.
ანაზღაურება - 3000 - 3500 ლ. (Net) სრული განაკვეთის შემთხვევაში
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიაში HR პროცესების მართვა და განვითარება;
• თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგ-ოფბორდინგ პროცესის დანერგვა და მართვა;
• HR ადმინისტრიტების პროცესების კოორდინირება;
• სამუშაო აღწერილობების ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
• თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, შესაბამისი სისტემების შემუშავება და დანერგვა;
• შიდა საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესება;
• ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ ან/და ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.