The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
სერვისის სპეციალისტი (ბათუმი)

ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიისთვის ელტეგი.

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. 

პოზიციზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტს, რომელიც მზად იქნება 
პროფესიონალური მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს, დროულად დაადგინოს და აღმოფხვრას შეფერხების მიზეზები.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები:
დანადგარების გეგმიური და ავარიული ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების ჩანაცვლება;
დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, პოტენციური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა;
ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება, დაზიანების მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება;
ახალი ობიექტების დანადგარების ტექნიკური შემოწმება და სერვისზე გადმობარების პროცესში მონაწილეობა;
სათადარიგო ნაწილებზე ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მოთხოვნების მომზადება და მათი სპეციფიკაციების, ზომების, ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალური მასალის ზუსტად დოკუმენტირება;
შესრულებული სამუშაოების შესახებ სერვის-რეპორტების, აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
ლიფტის შახტებისა და ტექნიკური სივრცეების უსაფრთხო და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
ტექნიკური მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება;
ელექტრიკოსად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა; 
მექანიკური სისტემებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება;
B კატეგორიის მართვის მოწმობა;
სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე  jobs@stream.com.ge  არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.