The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

სახელფასო სისტემის შექმნა

სახელფასო სისტემა, რომელსაც თქვენთვის შევიმუშავებთ  და შემოგთავაზებთ, გაითვალისწინებს არსებულ სტრუქტურას, ფუნქციების განაწილებას, სამუშაოს აღწერილობებს და  თქვენი ბიზნეს ოპერაციების  შესატყვის ყველა გარემოებას. სახელფასო ბადე გაითვალისწინებს რანგებსა და დონეებს შესატყვისი მინიმალური და მაქსიმალური ანაზღაურებით და თანამშრომლის ადგილის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმებს.

ანაზღაურების სისტემა, რომელიც იქნება თქვენი ბიზნესის სტრატეგიის შესატყვისი, მის მიზნებზე სწორად მორგებული და ამავე დროს, შემუშავდება ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით, საშუალებას მოგცემთ:


განახორციელოთ თქვენი ბიზნესის მიზნები და გააკონტროლოთ ხარჯები 
დაამკვიდროთ ერთნაირი შესაძლებლობის და სამართლიანობის შეგრძნება თანამშრომლებში, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივაციას, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები
შესთავაზოთ თქვენს თანამშრომლებს სამართლიანი და კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი, რომელიც ამავდროულად იქნება ბაზრის შესატყვისი 
თანამშრომლებს ნათლად დაანახოთ კავშირი კომპანიის სტრატეგიასა და მათ ანაზღაურებას შორის
იყოთ კონკურენტუნარიანი ადგილობრივ ბაზარზე
იყოთ უფრო ეფექტური ახალი თანამშრომლების მოზიდვასა და მათ ადაპტაციაში.