The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

მოტივაციის სისტემის შემუშავება

ჩვენ შეგიმუშავებთ ან გაგიუმჯობესებთ თქვენი ბიზნესის სტრატეგიის შესატყვის მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის სისტემებს, რომელიც იქნება თქვენს მიზნებზე სწორად მორგებული, გაითვალისწინებს ბაზარზე არსებულ სიტუაციას, დაეფუძნება კომპანიის თანამშრომელთა მოტივაციის კვლევასა და ანალიზის მონაცემებს.


ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურება, საჭიროებიდან გამომდინარე, მოიცავს: 
 
ფორმალური მოტივაციის პროგრამებს 
კომპანიის თანამშრომელთა მოტივაციის პოლიტიკის სახელმძღვანელოს
ბონუსების სისტემას, რომელიც მიმართული იქნება სასურველი საქმიანობის განსამტკიცებლად და უკეთესი შედეგების მისაღწევად მომავალში
დაჯილდოების სისტემას და ჯილდოების შერჩევის რეკომენდაციებს
კარიერული განვითარების სისტემის შემუშავებას 
მოტივაციასთან დაკავშირებულ  შიდა კომუნიკაციის რეკომენდაციებს, რაც გაზრდის თანამშრომელთა ჩართულობას და კომპანიისადმი ლოიალობას
თქვენი თანამშრომლების მოთხოვნებზე მორგებულ გასართობ/სპორტულ/წამახალისებელ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება გუნდური სულისკვეთების ასამაღლებლად, კორპორაციული კულტურის განსამტკიცებლად
ტრენინგებს  მენეჯერებისთვის, რომლებიც წაახალისებენ, უბიძგებენ თანამშრომლებს საუკეთესო შესრულებისკენ, რაც თავის მხრივ, გაზრდის მათ სამუშაოთი კმაყოფილებას
 
სისტემის დანერგვის შედეგად თქვენ მიიღებთ:
 
თანამშრომელთა მკაფიოდ განსაზღვრულ, კომპანიის მიზნებისთვის შესაბამის ქცევებს და საუკეთესო შედეგებს 
თანამშრომელთა გაზრდილ მოტივაციას, ჩართულობას და წარმატების მიღწევის შეგრძნებას
მოტივაციის ისეთ სისტემას, რომელიც დაგეხმარებათ მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ საუკეთესო თანამრომლები, რაც დაგიზოგავთ ბიუჯეტს და ამასთანავე, საშუალებას მოგცემთ იყოთ საუკეთესო თქვენს სფეროში