The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ოფისის მენეჯერი

ვაცხადებთ ოფისის მენეჯერის ვაკანსიას კომპანია - ელტეგისთვის.

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ელტეგი მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. ამჟამად ასევე Hitachi-ს ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში.

პოზიციაზე მივესალმებით, შესაბამისი გამოცდილების პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, ოფისის ყოველდღიური საქმიანობის, შესყიდვებისა და მომარაგების, დოკუმენტბრუნვისა და ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციას.

სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 1500 – 2000 ლ. (NET) (ანაზღაურების  კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები: 
საოფისე და სამეურნეო მარაგების საჭიროებების განსაზღვრა, შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
კომპანიის დოკუმენტბრუნვისა და ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირება, მათ შორის დოკუმენტების მიღება, დახარისხება, აღრიცხვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხების ორგანიზება, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან, პარტნიორებთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
ოფისის ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სერვისების კოორდინაცია;
თანამშრომლების ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების უზრუნველყოფა და სხვადასხვა საოპერაციო საკითხის დროული გადაწყვეტა;
სტუმრებისა და ბიზნეს-პარტნიორების მიღების, შეხვედრებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
ხელმძღვანელობასთან და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია მიმდინარე ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებზე.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება — სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ან მსგავს სფეროში; 
ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
საოფისე პროცესების, დოკუმენტბრუნვისა და ადმინისტრაციული საკითხების მართვის გამოცდილება; 
MS Office პროგრამების ცოდნა;
უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.