The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე 

ვაცხადებთ ვაკანსიას ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციაზე კერძო უნივერსიტეტისთვის, რომელსაც მოწინავე ადგილი უკავია საგანმანათლებლო სფეროში.
პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, ანალიტიკური აზროვნების მქონე, დეტალებზე ორიენტირებულ, ინიციატივიან, პროაქტიულ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტაციის და პროცესების მართვის გამოცდილება.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული, 10:00 – 19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება - 4000 – 5000 ლ. (Net)

ძირითადი მოვალეობები:
ხელმძღვანელის კორესპონდენციის შინაარსობრივი განხილვა, პასუხის მომზადება;
დოკუმენტაციის დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტის პროექტის მომზადება;
ანგარიშის, დასკვნის პროექტის მომზადება ან/და მათი მომზადების კოორდინაცია; 
შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია; შეხვედრებისთვის საჭირო მასალების და პრეზენტაციების მომზადება;
თანამშრომლობის კოორდინირება  უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
ხელმძღვანელის სახელით კომუნიკაციის განხორციელება;
სხვადასხვა პროექტების მონიტორინგი და კოორდინაცია; 
სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის/მონაცემის შეგროვება, ანალიზი და ხელმძღვანელისთვის გაზიარება.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში (დეკანის მოადგილე, პროექტების, პროგრამების მენეჯერი...);
მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა (C1/C2).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 2 ოქტომბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.