მარკეტინგის ხელმძღვანელი
ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანია „ELTEG”-სთვის. კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. ამჟამად ასევე Hitachi-ს ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში.
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სტრატეგიული მარკეტინგის მართვის შესაბამისი გამოცდილება და გამოირჩევიან ძლიერი კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, ანალიტიკური, გუნდური მუშაობისა და პროცესების ორგანიზების უნარებით.
სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო გრაფიკი (09:00-18:00 სთ)
ანაზღაურება - ფიქსირებული 3000-4000 ლარი + საბონუსე სისტემა
ლოკაცია - ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის ქ.
ძირითადი მოვალეობები:
მარკეტინგის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია კომპანიის ბრენდის ცნობადობის, იმიჯისა და გაყიდვების ზრდისთვის საჭირო ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ასევე, ბაზრისა და მომხმარებელთა ქცევის სიღრმისეულ ანალიზზე, ინოვაციური კამპანიების დაგეგმვაზე, მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმალურ განაწილებასა და ციფრული თუ ტრადიციული არხების სრულყოფილ მართვაზე.
• მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და შესრულება; მარკეტინგული აქტივობების სტრუქტურის აწყობა; მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება;
• ბრენდებთან კომუნიკაცია; ბრენდების მართვა და განვითარება; ბრენდების მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი; საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
• ბრენდის კრეატიული განვითარება და სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობა;
• ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
• სოციალური მედიის არხების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok, Youtube etc..). რეკლამის დაგეგმვა, აწყობა, სწორი აუდიტორიის შერჩევა, მართვა, ოპტიმიზაცია, ანალიტიკის დამუშავება და რეპორტინგი.
• განხორციელებული კომუნიკაციების ეფექტურობის გაზომვა, რეპორტინგი;
• გაყიდვების სამსახურთან ერთად გაყიდვების სტრატეგიის ფორმირება და აღსრულების პროცესის მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში;
• აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე;
• ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების, ანალიტიკურ პლატფორმებისა და მარკეტინგული პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2026 წლის 03 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.