The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა

კვლევის თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობილი მეთოდოლოგიების (რაოდენობრივი და თვისობრივი) გამოყენებით გთავაზობთ:

თანამშრომელთა შრომითი განწყობების და მოტივატორების შესწავლას
სამუშაოთი კმაყოფილების დონის, კმაყოფილება/უკმაყოფილების მიზეზების განსაზღვრას 
თანამშრომელთა ორგანიზაციულ პროცესებში ჩართულობის დონის დადგენას
თანამშრომლის მიერ კომპანიის მიზნების აღქმის შესწავლას 
კომპანიისადმი, მისი ბრენდისა და სერვისებისადმი პერსონალის ლოიალობის ხარისხის განსაზღვრას  და მასზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენას
თანამშრომლების დამოკიდებულებების კვლევას  მენეჯმენტის, მართვის სტილის მიმართ 
თანამშრომელთა მიერ ორგანიზაციაში არსებული სოციალური გარემოს აღქმის შესწავლას
პროფესიული სტრესის ძირითადი წყაროების და პროფესიული სტრესის დონის განსაზღვრას

კვლევებზე დაყრდნობით შექმნილი ანალიტიკური ანგარიშისა და რეკომენდაციების დახმარებით:

მიიღებთ თანამშრომლებისგან გულწრფელ უკუკავშირს ანონიმურად და კონფიდენციალურად, რაც მოგცემთ ღირებულ მასალას ორგანიზაციაში არსებული კლიმატის გასაჯანსაღებლად და პერსონალის ჩართულობის გასაზრდელად
თანამშრომლები დაინახავენ, რომ თქვენთვის ღირებულია მათი მოსაზრებები, შენიშვნები, კრიტიკული აზრები, წვლილი, უკუკავშირი, რაც თავისთავად უწყობს ხელს ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესებას
მიიღებთ თანამშრომელთა კომპანიის საქმიანობაში ჩართულობის რეალურ სურათს
მოახდენთ პრობლემათა და საქმიანობისთვის ხელისშემშლელ გარემოებათა გამოვლენას
განსაზღვრავთ შესაძლო ცვლილებების სფეროებს
შექმნით და განავითარებთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემებს თანამშრომელთა მოტივაციისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად
შეიმუშავებთ ორგანიზაციაში არსებული პრობლემების  დაძლევის  და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესების სტრატეგიებს