The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (2 ვაკანსია)

„ევროინს ჯორჯიას“ მზარდი და სწრაფად განვითარებადი გუნდი ახალ წევრებს ეძებს, როგორც ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ისე სხვა ტიპის დაზღვევის მიმართულებით.

 „ევროინს ჯორჯია“ - აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის წევრია. კომპანია ორიენტირებულია  სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე, რომელიც მოიცავს: ქონების, ავტოს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
 
კორპორატიული კლიენტების მოძიება/მოზიდვა
კორპორატიული კლიენტების მომსახურება
პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება და მომხმარებლისათვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება
გაწერილი გეგმის შესრულება/გადაჭარბება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული ან არასრული (მხოლოდ ბაკალავრიატის დამამთავრებელი  კურსი ან მაგისტრატურის სტუდენტი) უმაღლესი განათლება
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint)
ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა
გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

პიროვნული მახასიათებლები

კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
გამართული/თანმიმდევრული მეტყველების უნარი
პრეზენტაციის ჩატარების უნარი
მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა
პასუხისმგებლობის მაღალი დონე
პუნქტუალობა

„ევროინს ჯორჯია“ გთავაზობთ

• კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
• ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად თანამშრომლის მიერ არჩეული გეგმის/მოზიდული პრემიის საფუძველზე დაანგარიშებულ  საკომისიოს
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
• სოციალურ პაკეტს - დაზღვევას
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge  გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

გასაუბრებები ტარდება დისტანციურად.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო
გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.