The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
სერვისის ხელმძღვანელი
 
ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანია - ელტეგისთვის, რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ლიფტების, ექსკალატორების, საპარკინგე სისტემების მონტაჟსა და სერვისს. 
 
პოზიციზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების კანდიდატს, რომელსაც ექნება გუნდის მართვის გამოცდილება, გაუწევს კონტროლს მასზე დაქვემდებარებულ ოპერატიულ ბრიგადებს, ექნება კომუნიკაცია ამხანაგობებთან, სასტუმროებთან და სხვადასხვა სახის დაწესებულებებთან.  დაქვემდებარებაში ექნება 3 ქალაქი და 269 ობიექტი. 
 
სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44
სამუშაო განაკვეთი: სრული. გათვალისწინებულია რეგულარული მივლინებები 
ექვემდებარება: ტექნიკური დირექტორს
მართავს: სერვისის სპეციალისტების გუნდებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მომსახურების ქოლცენტრს
ანაზღაურება: 2500- 3500 (ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე) 
 
ძირითადი მოვალეობები:
• ლიფტებისა და ესკალატორების გეგმიური ტექნიკური მომსახურებისა და ავარიულ გამოძახებებზე დროული რეაგირების ორგანიზება სერვისის გუნდების მენეჯერების საშუალებით;
• სერვისის ბრიგადების საქმიანობის კოორდინაცია, ყოველდღიური სამუშაოებისა და მარშრუტების დაგეგმვა/შესრულების კონტროლი;
• მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
• რთული ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკასა და აღმოფხვრაში უშუალო მონაწილეობა;
• მონტაჟის დასრულების შემდეგ ობიექტების სერვისზე გადმობარების უზრუნველყოფა;
• ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, დეფექტური აქტებისა და რეკომენდაციების მომზადება;
• ბიუჯეტის შესრულების, ხარჯებისა და მასალების მარაგების კონტროლი;
• არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია, ახალი ობიექტების მოზიდვა და სერვისის მიმართულების განვითარება;
• ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და პროგრამაში ინფორმაციის დროული ასახვის უზრუნველყოფა;
• მომსახურების ხარისხის, ფინანსური შედეგებისა და გუნდის ეფექტიანობის შესახებ ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრომექანიკა, ელექტროინჟინერია, მექნიკა ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება);
• ლიფტების ან/და ესკალატორების სერვისის ან მონტაჟის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
• ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; 
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• MS Offoce პროგრამების ცოდნა;
• B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 14 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.