The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
სამშენებლო პროექტების მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე დეველოპერული კომპანიისთვის „ბლოქსი“.

პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამშენებლო პროექტების სრულ ციკლზე მუშაობის გამოცდილება; საცხოვრებელი ან მრავალფუნქციური კომპლექსების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო განაკვეთი
-  სრული სამუშაო გრაფიკი 
ანაზღაურება - განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
ლოკაცია - ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების პროცესის ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია დადგენილი მიზნების, ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტის განხორციელების გეგმისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი.
პროექტის ბიუჯეტის მართვა, ხარჯების კონტროლი და დამტკიცებულ ფინანსურ გეგმასთან შესაბამისობის მონიტორინგი.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ კალენდარულ გრაფიკში შესრულების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა.
პროექტში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
სატენდერო პროცედურების ორგანიზება, მართვა და მონიტორინგი, შესაბამისი კონტრაქტორებისა და მომსახურების მიმწოდებლების შერჩევის პროცესის კოორდინაცია.
დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების) მიერ შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა, კოორდინაცია და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
პროექტის თითოეული მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, სამუშაოების დაგეგმვა და მათი შესრულებისთვის საჭირო ვადების დადგენა.
სამშენებლო პროექტის მიმდინარეობის ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობებისა და დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი.
საპროექტო დოკუმენტაციის, გეგმების, ნახაზებისა და სამუშაოთა მოცულობების გადამოწმება, კოორდინაცია და მართვა.
საპროექტო ფაზის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება.
პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა სახის საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამის პირებთან კოორდინაცია და მათი გადაწყვეტის პროცესის მონიტორინგი.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების, ობიექტის მომზადებისა და პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა და კოორდინაცია.
პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ანგარიშების, მათ შორის შესრულებული სამუშაოების, ვადების, ბიუჯეტისა და არსებული საკითხების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, პროექტების მართვის ან შესაბამის სფეროში;
სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სამშენებლო პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების პროცესების მართვის გამოცდილება;
სამშენებლო დოკუმენტაციის, საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
ბიუჯეტის, კალენდარული გრაფიკისა და პროექტის რესურსების მართვის გამოცდილება;
კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
სატენდერო პროცედურებისა და შესყიდვების პროცესის ცოდნა;
სამშენებლო ნორმებისა და მოქმედი რეგულაციების ცოდნა
MS Office-ის, მათ შორის Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია MS Project, Archicad, Autocad ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.