The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
რაოდენობრივი კვლევების მენეჯერი (2 ვაკანსია)
 
აი პი ემ კვლევები (IPM) აცხადებს ვაკანსიას რაოდენობრივი კვლევების მენეჯერების პოზიციაზე.
"IPM Market Intelligence Caucasus" წარმოადგენს მარკეტინგული კვლევების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს 1995 წლიდან. 2019 წელს IPM ჯგუფში აგრეთვე შევიდა მარკეტინგული კვლევების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი. IPM ჯგუფი  პარტნიორებს სთავაზობს მსოფლიოს უმსხვილესი კვლევითი კომპანიების თანამედროვე, ვალიდიზირებულ კვლევით მიდგომებსა და კონსულტაციას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://ipm.ge/ ან გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი http://bit.ly/2V6INul 
 
მოვალეობები და ვალდებულებები:

მონაცემთა შეგროვება კვლევის რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით (ანკეტირება, ინტერვიუ, კითხვარები, სკალირება);
კვლევის მონაცემების ანალიზი, ანგარიშის წარდგენა და რეკომენდაციების მომზადება
კვლევითი პროექტის მართვა: კვლევის დიზაინის შექმნა, დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კვლევაში ჩართული თანამშრომლების კოორდინირება და სხვა
კლიენტთან ურთიერთობა კვლევითი პროექტის მიმდინარეობისას
კვლევითი და სამუშაო ეთიკის ზედმიწევნით დაცვა
 
ძირითადი მოთხოვნები

განათლება და ცოდნა

უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებით
სოციალურ მეცნიერებებში კვლევის მეთოდების ზედმიწევნით ცოდნა
რაოდენობრივ მონაცემებთან/მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება 
აკადემიური წერის საფუძვლების ცოდნა
კვლევითი ანგარიშების წერის გამოცდილება
სტატისტიკის საფუძვლების  ცოდნა
SPSS, STATA ან სხვა სტატისტიკურ პაკეტებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პროგრამების MS Excel და Power Point  კარგი ცოდნა
ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
უპირატესობა მიენიჭება მარკეტინგულ და სოციალურ კვლევებში, ასევე მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს

უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები
 
განვითარებული მათემატიკური უნარები
ანალიტიკური აზროვნება
ეფექტური ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი
აუდიტორიასთან მაღალი დონის პრეზენტაციის უნარები
კლიენტებზე ორიენტირებულობა
გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი
ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
თავდაჯერებულობა  სხვადასხვა ინდუსტრიისა და სფეროს პროფესიონალებთან ურთიერთობისას
პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი და ინიციატივიანობა
სწრაფად ცვალებად და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
 
IPM გთავაზობთ:

კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
წლის ბოლოს დამატებით ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით
სოციალურ პაკეტს - დაზღვევას
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე analytics@thestream.ge 
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

გასაუბრებები ტარდება დისტანციურად.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.