• კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის, ოპერაციული პროცესების მართვა;
• ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და კომპანიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
• ფასების პოლიტიკის შემუშავება, კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსური მაჩვენებლების, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ფულადი ნაკადებისა და მომგებიანობის კონტროლი;
• გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, ახალი პარტნიორებისა და გაყიდვების არხების განვითარება;
• ავტოპარკის მართვა, განვითარება, განახლება და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
• ავტოპარკის დატვირთვის (utilization), ხელმისაწვდომობისა და მიწოდება/დაბრუნების ლოგისტიკის ოპტიმიზაცია;
• ტრანსფერებისა და ტურების ოპერირება: ჯავშნების მიღება, მძღოლების განაწილება, მარშრუტებისა და ვადების დაგეგმვა, სერვისის ხარისხის კონტროლი;
• მომწოდებლებთან და პარტნიორებთან (ავტოდილერები, ლიზინგი/საფინანსო კომპანიები, ავტოსერვისები, სამრეცხაოები, პარკინგები) კავშირების დამყარება, მოლაპარაკების წარმოება და ურთიერთობა;
• კომპანიის გუნდის მართვა, თანამშრომლების შერჩევა, განვითარება, მოტივაცია და საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება;
• კლიენტთა მომსახურების ხარისხის, მათთან ურთიერთობის პროცედურების და წესების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი (მათ შორის დოკუმენტების შემოწმების, ხელშეკრულების გაფორმების და ა.შ.);
• კომპანიის საქმიანობის შედეგებზე რეგულარული ანგარიშგება მფლობელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
• მინიმუმ 2 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
• ავტოპარკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ავტოგაქირავების, ტურიზმის ან მსგავსი მომსახურების ბიზნესის მართვის გამოცდილება;
• ავტომობილის ტექნიკური მომსახურების, დაზღვევისა და ზარალების მართვის, ქირავნობის, პასუხისმგებლობისა და დეპოზიტის საკითხების საფუძვლების ცოდნა;
• ბიზნესის ფინანსურ შედეგებზე (P&L) პასუხისმგებლობის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 11 დეკემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.