The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
პირადი ასისტენტი

ვაცხადებთ ვაკანსიას პირადი ასისტენტის პოზიციაზე კომპანია ,,MACH & MACH“-ისთვის.

MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან და სხვადასხვა ცნობად პიროვნებასთან მთელს მსოფლიოში.

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, ინიციატივიან, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი. 
 
სამუშაო ადგილი - თბილისი (დიღომი), პოზიციაზე გათვალისწინებულია მივლინებები
სამუშაო განაკვეთი - სრული, 09:00 -18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება - კონკურენტული ანაზღაურება, განიხილება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
დამატებითი ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა
 
ძირითადი მოვალეობები:
ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
სამუშაო გრაფიკისა და კალენდრის მართვა;
სატელეფონო ზარების, ელ-ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა;
შეხვედრების დაგეგმვა, მართვა და საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;
სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება, დაარქივება;
ხელმძღვანელის დავალებით, საჭიროებიდან გამომდინარე გარკვეული ინფორმაციების მოძიება, ანალიზი და ხელმძღვანელისთვის მოკლე ანგარიშების მომზადება;
მივლინებების, მგზავრობისა და საცხოვრებლის ორგანიზება;
საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტებისა და შეთანხმებების მონიტორინგი (ვადები, ხელმოწერები და ა.შ.);
შიდა და გარე კომუნიკაციის მართვა (პარტნიორები, კლიენტები, თანამშრომლები);
სხვადასხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საკითხების მართვა/მონიტორინგი.
 
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
მსგავს პოზიციაზე (ადმინისტრაციული ასისტენტი, ოფისის მენეჯერი, პირადი ასისტენტი) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace).
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 27 თებერვლისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.