The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
გაყიდვების კოორდინატორი

ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორი  პოზიციაზე კომპანია ,,New Life Georgia“ - სთვის.
"New Life Georgia"  ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.newlifemexico.net
პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, ენერგიულ, ინიციატივიან, ემპათიურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გაყიდვების სფეროსა და სერვისში მუშაობის გამოცდილება. 
 
სამუშაო ადგილი - თბილისი, საირმის ქუჩა, პოზიციაზე გათვალისწინებულია მივლინებები
სამუშაო განაკვეთი - სრული, 15:00-21:00 ან 16:00 – 22:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება - 2500 ლ. (Net) + ბონუსები, (საშუალოდ ჯამში - 4000 ლარი)
დამატებითი ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
პოტენციურ კლიენტებთან მომსახურების/პროდუქტების პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება, მომხმარებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
ბაზაში არსებულ მომხმარებლებთან დაკავშირება და მათთან შეხვედრების ჩანიშვნა;
მომხმარებლებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა და პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ მათი ინფორმირება;
მიმდინარე საბაზრო პირობებისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
გაყიდვების აქტივობების ჩანაწერების წარმოება, ორიენტირი გაყიდვების მიზნების შესრულებაზე; 
მომხმარებლებისთვის მომსახურების გადახდებში დახმარება;
პოტენციური მომხმარებლების სისტემაში (ბაზაში) მუდმივი მუშაობა/განახლება და მენეჯმენტის გუნდისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების გაზიარება.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
გაყიდვების სფეროსა და სერვისში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება);
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე, უპირატესად ჩაითვლება ესპანური ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 28 აპრილისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.