The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ბოსტნეულის საწარმოს ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი

მსოფლიოში უმსხვილესი რესტორნების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბოსტნეულის საწარმოს ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი - თბილისი, ლილო
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
ანაზღაურების რანგი - 1800-2300 ლარი

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ამოცანაა, უზრუნველყოს საწარმოს პროცესების გამართული ფუნქციონირება და ხარისხის კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

•  წარმოების პროცესების აქტიური კონტროლი შესაბამისი სტანდარტებით;
  ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო ცვლილებების შეტანა და კონტროლი;
  ნედლეულის ხარისხის კონტროლი (ნიმუშების აღება, ანალიზის ჩატარება, პროდუქციის მიღებაზე დასწრება) ხარისხის კონტროლის პროცედურის მიხედვით ჩანაწერების წარმოება;
  მზა პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად  მასალებისა და პროდუქტების ტესტირება, შემოწმებების დაგეგმვა, მათი ჩატარება, ხარისხის კონტროლი; 
  მანქანა-დანადგარების და საამქროს სისუფთავის კონტროლი;
  HACCP-ის სტანდარტის დაცვა; HACCP-ის სტანდარტების და მოთხოვნების სწავლება და გაცნობა თანამშრომელთათვის; საწარმოს ხარისხის სისტემის და HACCP-ის პროგრამის მონიტორინგი და გაუმჯობესება;
  სტანდარტული საწარმოო და საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და განახლება;
  სურსათის ყველა მოქმედი რეგულაციის ცოდნა (საერთაშორისო, ადგილობრივი).

მოთხოვნები:

პოზიციისთვის კრიტიკული საკითხია HACCP-ის სტანდარტებისა და მოთხოვნების ცოდნა; მოითხოვს სწორი კომუნიკაციის, მენეჯერულ და გუნდური მუშაობის უნარებს, ხარისხის მიმართ სკურპულოზურ დამოკიდებულებას, პასუხისმგებლობას;

•  უმაღლესი  განათლება კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განხრით;
  მსგავსი მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  HACCP-ის სტანდარტების და მოთხოვნების ცოდნა;
  ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების გამოცდილება;
  სურსათის ყველა მოქმედი რეგულაციის ცოდნა (საერთაშორისო, ადგილობრივი);
  ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
•  კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე
recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 12 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბოსტნეულის საწარმოს ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.