The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი

პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიისთვის ვეძებთ მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს.  
კომპანია დისტრიბუციას ახორციელებს საფირმო/სავაჭრო ობიექტებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. 

სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის ლიდერულ, ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაბელურობის, გუნდური მუშაობის, კრიზისული სიტუაციის და დროის მართვის უნარებს.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი (10:00-18:00)
პოზიციის ტიპი: ხელმძღვანელი პოზიცია
დაქვემდებარება: საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ძირითადი მოვალეობები:
• დაქვემდებარებში მყოფი თანამშრომლების და მათზე დაკისრებული მოვალეობების ყოველდღიური მართვა და მონიტორინგი. 
სამსახურის საქმიანობის შესახებ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ადმინისტრაციის სამსახურთან რეპორტინგი.
სავაჭრო ობიექტებში მომუშავე პერსონალის სამსახურში გამოცხადების, დაგვიანების, შესვენებებით სარგებლობის ყოველდღიური ვიდეო მონიტორინგი, ასევე მათი შესვენების კონტროლი.  შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ადმინისტრაციის სამსახურთან; 
თითოეულ სავაჭრო ობიექტზე წინა სამუშაო დღის დასრულების საათის ყოველდღიური კონტროლი და შედარება ბუღალტერიიდან მიღებულ ფაილთან. შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ადმინისტრაციის სამსახურთან;
სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი Live რეჟიმში;
საჯარიმო ფაილის წარმოება და მონაცემთა ბაზის მართვა;
თითოეულ ობიექტში მომუშავე პერსონალის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
სავაჭრო ობიექტებში რეალიზაციის პროცესის მონიტორინგი და დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება/ანგარიშგება;
სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის განლაგების ყოველდღიური კონტროლი;
ვადის მაჩვენებლების და აქციის ფურცლების მიღება/ჩაბარების მონიტორინგი;
მომარაგების პროცესის მონიტორინგი; 
გასაუქმებელი ჩეკების ნამდვილობის დადასტურება;
• საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ყოველდღიური რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
სასურველია ქსელურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე - jobs@thestream.ge არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (
http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.