მიწოდების ჯაჭვის მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას მიწოდების ჯაჭვის მენეჯერის პოზიციაზე მსხვილი საერთაშორისო ქსელის წევრი საწარმოსთვის.
მიწოდების ჯაჭვის მენეჯერი მართავს ლოჯისტიკის სრულ პროცესს და უზრუნველყოფს ქსელის გამართულ ფუნქციონირებას.
მდებარეობა - ქუთაისი
პოზიციის რანგი - მენეჯერული
დაქვემდებარება - საწარმოს ხელმძღვანელი
ხელმძღვანელობა - ლოჯისტიკის დეპარტამენტის გუნდი
ანაზღაურება - პოზიციის და რანგის შესაბამისი, მაღალკონკურენტული ანაზღაურება
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი - ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯები, ლანჩი
ძირითადი მოვალეობები:
• გაყიდვების ანალიზი და პროგნოზი, შესაბამისი ბიუჯეტის მომზადება;
• ყოველკვირეული წარმოების გეგმების გადახედვა, მიმდინარე გაყიდვებისა და საწყობის მონიტორინგი;
• ახალი პროდუქტების წარმოების დაგეგმვაში ჩართულობა: საჭირო ინვენტარის, მომარაგებისა და წარმოების გეგმის უზრუნველყოფა;
• მარაგების კონტროლი (მზა პროდუქცია/ნედლეული);
• მომწოდებლების მოძიება;
• შესყიდვებისთვის საჭირო ბიუჯეტის მომზადება;
• წარმოების მიხედვით ნედლეულის შესყიდვის დაგეგმვა;
• პროდუქტის ექსპორტისა და იმპორტის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
• სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ნედლეულისა და თუ მზა პროდუქციის ტრანსპორტირება;
• კომპანიისთვის პროდუქტის ექსპორტისთვის მომზადება;
• შესყიდვებთან დაკავშირებული საგადასახადო/საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა;
• იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
• განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ინჟინერიის მიმართულებით;
• აღნიშულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე, როგორც წერითი ასევე საკომუნიკაციო;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა;
• საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr_recruiter@thestream.ge არაუგვიანეს 31 იანვრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.