The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
წარმოების ავტომატიზაციის ინჟინერი
 
კომპანია „Atlantic Georgia“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე.
„Atlantic Georgia“, საერთაშორისო კომპანია „Group Atlantic“-ში შემავალი კომპანიაა, რომლის ქალაქ ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს წყლის გამაცხელებელ ავზებს.
 
კომპანია განიხილავს, როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები სპეციალისტების კანდიდატურებს, რომელთაც აქვთ მზაობა იმუშაონ ქუთაისში.
 
სამუშაო ადგილი - ქუთაისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
პოზიციის ტიპი - ინჟინრის პოზიცია
ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სოციალური პაკეტი - დაზღვევა, კვება.
მივლინებები - შესაძლო მივლინებები და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები საზღვარგარეთ
 
ძირითადი მოთხოვნები:
განათლება: 
• უმაღლესი ტექნიკური, ელექტროტექნიკური, სასურველია ტექნოლოგიური სისტემების ავტომატიზაციის მიმართულებით. 
 თეორიული მომზადება:
• ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების, ავტომატიზირებული მართვის თეორიის, ელექტროამძრავის, ალგორითმიზაციის და პროგრამირების ცოდნა;
• ქსელური ტოპოლოგიის ცოდნა;
• ავტომატიზაციის პნევმატური სისტემების საბაზისო ცოდნა მისასალმებელია.
 პრაქტიკული მომზადება:
• პრინციპული ელექტრონული, მონტჟო-კომუტაციური სქემების წაკითხვის ცოდნა, ფლუიდების წაკითხვის ცოდნა მისასალმებელია;
• ავტომატიზირებული სისტემის პროექტირების ცოდნა (Autocad electrictrical/Eplan);
• ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოების პრაქტიკული უნარები (ავტომატიკის კარადების აწყობა);
• ავტომატიზაციის მართვის სისტემებში ხარვეზების და გაუმართაობების სწრაფი მოძიების და აღმოფხვრის პრაქტიკული ცოდნა (აუცილებელია).
 სენსორული ტექნიკის ცოდნა:
• Siemens S7-300/1200/1500, ET200S, SP, DP კონტროლერებთან და პერიფერიასთან მუშაობის გამოცდილება
• IEC 6-1131/3 (LAD/STL/FBD/SCL) სტანდარტის პროგრამირების ცოდნა
• სხვისი კოდის გარჩევის უნარი მისასალმებელია.
• Simatic Manager (Step7 v5.5),  WinCC Flexible, TIA Portal გარემოში სამუშაო გამოცდილება
• ადამიანი-მანქანა ინტერფეისის შემუშავების გამოცდილება
• სიხშირეების გარდამქმნელებთან მუშაობის გამოცდილება
• კომუნიკაციურ ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული უნარები (ProfiNet/IE (ProfiDrive), ProfiBus (RTU, USS, rs485))
 
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.