HR მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს სავაჭრო მოწყობილობების მიმართულებით და ამასთან მომხმარებელს უწევს სრულ ტექნიკურ მომსახურებას.
პოზიციაზე მივესალმებით ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება - 2000-2500 (NET)
დამატებითი ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass
ძირითადი მოვალეობები:
• HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
• HR პროგრამული სისტემის (self.ge) მართვა;
• პერსონალის შერჩევის და კომპანიაში ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის/ადაპტაციის პროცესის წარმართვა (სავაკანსიო ტექსტის შედგენა/გამოქვეყნება, ტრენინგების ჩატარება, სტაჟირების პროცესის მართვა);
• თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო სისტემის ხელშეწყობა/გაუმჯობესება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
• საშუალო რგოლის მენეჯერების მხარდაჭერა თანამშრომელთა მენეჯმენტის და მათ გუნდთან კომუნიკაციის ნაწილში;
• თანამშრომელთა ხელფასის, ბონუსების, დაწინაურების და სხვა შიდა
ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინაცია;
• HR პროექტების, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
• თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
• სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (HR Manager, HR Generalist, HR Business Partner);
• განიხილებიან ისეთი კანდიდატებიც, რომელთაც აქვთ HR პროექტების მართვის და თანამშრომელთა შერჩევის გამოცდილება;
• აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე;
• საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.