The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ვაცხადებთ ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე საერთაშორისო კომპანიითვის, რომელსაც საქართველოში არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. პროექტები ძირითადად დაკავშირებულია მომსახურების და რეკრეაციულ სფეროებთან.

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ HR პროცესების დამოუკიდებლად მართვის, დანერგვის უნარი და ორიენტირებულები არიან განვითარებაზე. 

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი)
დაქვემდებარება - ჩინეთის სათაო ოფისი
ხელმძღვანელობა - HR სპეციალისტი
ანაზღაურება - 5000 -10000 (NET)
 
ძირითადი მოვალეობები:
ორგანიზაციის სტრატეგიასთან შესაბამისი ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკის შემუშავება; შესაბამისი პროცედურებისა და პროგრამების ჩამოყალიბება-დანერგვის უზრუნველყოფა;
ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესებისა და ოპერაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ადამიანური კაპიტალის საჭიროების მუდმივი ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა;
თანამშრომელთა შერჩევის, შეფასების, კარიერული განვითარების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა;
ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
თანამშრომელთა სახელფასო, ბონუსებისა და კალკულაციის სისტემების განვითარება/დახვეწის უზრუნველყოფა;
კორპორატიული კულტურის შექმნისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
სხვადასხვა სახის ორგანიზაციული კვლევების ჩატარების, შედეგების ანალიზისა და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;
ორგანიზაციის, როგორც დამსაქმებლის იმიჯის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი პოლიტიკის გატარება;
შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
ხელმძღვანელ პირებთან დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
სტრუქტურული ცვლილებების ინიცირება და რესურსების ოპტიმიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის მიმართულებით); 
ადამიანური რესურსების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;
სასურველია საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით მაღალ დონეზე (სასურველია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნაც);
საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.