The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
სამშენებლო მაღაზიის მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე კომპანია Benet-ის სამშენებლო მაღაზიისათვის.
კომპანია Benet-ის სამშენებლო მაღაზია მდებარეობს მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსებით სავსე უბანში და მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მასალების ფართო არჩევანს (https://www.facebook.com/benetuniversal/).
კომპანია, ბიზნესის გაფართოების და გრძელვადიანი განვითარების კონტექსტში, ეძებს გამოცდილ და შრომისმოყვარე მენეჯერს, რომელიც შეძლებს მაღაზიის მართვას და განვითარებას.
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, პაატა დათუაშვილის ქ. #21
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 09:30 - 19:00
ინფორმაცია მაღაზიის შესახებ: სავაჭრო სივრცე 120 კვ/მ, 4 თანამშრომელი, 5500-6000 დასახელების პროდუქტი
ანაზღაურება: სავარაუდო დიაპაზონი 2500 – 3000 ლარი (NET) + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების ოდენობა დაზუსტდება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)
 
ძირითადი მოვალეობები:
მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
პროდუქციის განლაგების და სავაჭრო სივრცის ორგანიზების უზრუნველყოფა;
კომფორტული სავაჭრო გარემოს შექმნა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
პროდუქციის ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად;
გაყიდვების, ინვენტარის, პროდუქციის მარაგისა და თანამშრომელთა მუშაობის ანგარიშგების წარმოება;
მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და არსებული მომხმარებლების ერთგულების გასაზრდელად;
ეფექტიანად და პროფესიონალურად მომუშავე თანამშრომელთა გუნდის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის მონიტორინგი და სწავლება-განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
სპეციალიზებული პროგრამების გამოყენებით ინვენტარისა და გაყიდვების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:
საცალო ვაჭრობაში გამოცდილება, სასურველია სამშენებლო მასალების, ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
მცირე სავაჭრო სივრცეში პროდუქციის ასორტიმენტის და განლაგების ეფექტური მართვის ცოდნა და უნარი;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური, ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
მარკეტინგული უნარები და გამოცდილება მომხმარებლების მოსაზიდად და მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
მაღაზიის ფუქნციონირების ყველა ასპექტის შესახებ ზუსტი ანგარიშების წარმოების (და წარდგენის) ცოდნა და უნარი ;
ლიდერული უნარები, თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს კომპანია Benet გთავაზობს:

გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივას, ზრდის და განვითარების შესაძლებლობას კომპანიაში, რომელიც გეგმავს ქსელური მაღაზიების შექმნას და გაფართოებას;
კონკურენტუნარიანი ხელფასს და ბონუსების სისტემას, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე;
მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
შესაძლებლობას გახდეთ ამბიციური პროექტის ნაწილი და შეიტანოთ წვლილი მის განვითარებაში.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.
 
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.