საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანია „სინტაქსისთვის”. კომპანია 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. უზრუნველყოფს ბიზნესისთვის მის საჭიროებაზე მორგებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას.
პოზიციის მიზანია დუბაის ბაზარზე ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების სრული ციკლის მართვა.
სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო გრაფიკი (09:30-18:30 სთ)
ანაზღაურება - ფიქსირებული 4000-5000 ლარი + საბონუსე სისტემა
ლოკაცია - ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა;
სამუშაო ფორმატი - დისტანციური გაყიდვების პროცესის მართვა საქართველოდან. პერიოდული მივლინებები დუბაიში. დუბაის სამუშაო საათებთან/ბიზნეს კალენდართან მორგება საჭიროებისამებრ.
აღნიშნული პოზიცია პასუხისმგებელია დუბაის ბაზარზე ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვაზე, გაყიდვების სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, დასახული კომერციული მიზნებისა და KPI-ების შესრულებაზე. ასევე, არსებული სტრატეგიული კლიენტების განვითარებაზე, შემოსავლის ზრდასა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• დუბაის ბაზარზე მიზნობრივი კორპორაციული კლიენტების იდენტიფიცირება, მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება სხვადასხვა არხის გამოყენებით;
• შემოსული ლიდების დროული დამუშავება, კვალიფიკაცია და გაყიდვების შესაძლებლობად გარდაქმნა;
• კლიენტის ბიზნეს-საჭიროებების კვლევა და შესაბამისი IT სერვისების/პროდუქტების ღირებულებაზე დაფუძნებული შეთავაზება;
• გაყიდვების სრული ციკლის მართვა: შეთავაზების მომზადება, პრეზენტაცია, მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება;
• დუბაიში პერიოდული ვიზიტების დაგეგმვა და საბოლოო მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ფიზიკური შეხვედრების ჩატარება;
• წლიური კონტრაქტების, განახლებებისა და ვადების მონიტორინგი;
• პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებით;
• აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• IT პროდუქტებთან/სერვისებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
• ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე;
• MS Office (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) და CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2026 წლის 17 ნოემბერს.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.