The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
HR პროექტის კოორდინატორი

საკონსულტაციო კომპანია STREAM ოთხი წელია წარმატებით საქმიანობს HR და მომიჯნავე სფეროებში, უწევს საკონსულტაციო, რეკრუტინგულ, სასწავლო და აუთსორს მომსახურებას ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს.

დაწვრილებითი ინფორმაცია STREAM-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:
www.thestream.ge https://www.linkedin.com/company/thestream  https://www.facebook.com/stream.ge/ 
 
HR პროცესების აუთსორსულ პროექტებზე STREAM-ის მუშაობის სპეციფიკა ითვალისწინებს პარტნიორ კომპანიაში STREAM-ის HR სპეციალისტის, როგორც პროექტის კოორდინატორის ინტეგრაციას. ეს გულისხმობს პარტნიორი კომპანიის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან პროექტის მიმდინარეობის კოორდინაციას, პროექტით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევის და დაგეგმილი აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფას. 
 
მიმდინარე პროექტი
ამჯერად, HR პროექტის კოორდინატორი, პროექტის ხელმძღვანელთან და STREM-ის გუნდის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის აუთსორს პროექტზე, რომელიც მოიცავს პერსონალის შერჩევის, ორგანიზაციულ კულტურის ფორმირების და HR მართვის სისტემების გაუმჯობესების საკითხებს. 
ამასთან, HR კოორდინატორს ექნება საშუალება (და იქნება ხელშეწყობილი) ჩაერთოს STREAM-ის სხვა პროექტებში, რაც მიგვაჩნია მისი პროფესიული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობად.
 
პერსპექტივა და სამომავლო თანამშრომლობა
STREAM-ის HR პროექტის კოორდინატორის პოზიცია გულისხმობს STREAM-ის გუნდის სრულფასოვან წევრობას და შესაბამისად, სამომავლო (აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ) თანამშრომლობას. თანამშრომლობის მიმართულება და ფორმა დამოკიდებული იქნება როგორც უშუალოდ პროექტების სპეციფიკაზე ასევე კანდიდატის უნარებსა და პროფესიულ ინტერესებზე.
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)
დამატებით: ჯანმრთელობის დაზღვევა, განმავითარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა, ფინანსური ბონუსები STREAM-ის პროექტებში ჩართულობის შესაბამისად.

ჩვენ მივესალმებით HR სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მქონე, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრს, რომელიც ექნება სურვილი და შეძლებს მხარი აუბას STREAM-ის მუშაობის რიტმს და სპეციფიკას.
 
ძირითადი მოვალეობები:
• პარტნიორი კომპანიის მენეჯმენტის, HR საქმიანობის და ორგანიზაციული კულტურის ელემენტების შესწავლა;
პარტნიორი კომპანიის მენეჯმენტთან და შესაბამისი მიმართულებების სპეციალისტებთან პოზიტიური, თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
პროექტის ხელმძღვანელის და პროექტში ჩართული სხვა კონსულტანტების დახმარება საქმიანობების ორგანიზება/კოორდინაციაში;
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი და კოორდინაცია პარტნიორ კომპანიასთან;
პარტნიორი კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მენეჯერებთან კომუნიკაცია პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების ეფექტიანად განსახორციელებლად;
მიმდინარე ორგანიზაციული კვლევების ტექნიკური მხარდაჭერა;
პერსონალის შერჩევის (პარტნიორი კომპანიისათვის) პროცესის მხარდაჭერა და/ან წარმართვა, კანდიდატებთან კომუნიკაციის კოორდინირება (როგორც STREAM-ის კონსულტანტების ასევე პარტნიორი კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების);
პროექტში ორგანიზაციული კულტურის ფორმირების და შიდა კომუნიკაციური პროცესების გაუმჯობესების ნაწილის ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერა;
პარტნიორ კომპანიაში, პროექტის ფარგლებში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე სწრაფი რეაგირება და შესატყვისი კოორდინაცია STREAM-ის გუნდის წევრებთან;
• საჭიროების შესაბამისად, STREAM-ის სხვა პროექტებში ჩართულობა, ტექნიკური და/ან ინტელექტუალური მხარდაჭერა.
 ძირითადი მოთხოვნები:
• საშუალო და/ან მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციაში HR მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება (სასურველია 2 ან მეტ წლიანი გამოცდილება);
HR განყოფილების საქმიანობის სპეციფიკის კარგად ცოდნა;
პერსონალის შერჩევის გამოცდილება (სასურველია საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერების და სპეციალისტების);
სასურველია პროცესების და/ან კონკრეტული პროექტების მართვის და ადმინისტრირების გამოცდილება;
ინფორმაციის სტრუქტურირების და როგორც ვერბალური ასევე წერილობით გადმოცემის უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა;.
• უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი ან მეტი.
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 სექტემბრისა

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

საჭიროების შემთხვევაში, ამავე მეილზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ვაკანსიასთან დაკავშირებული თქვენი შეკითხვები, ჩვენ შევეცდებით ოპერატიულად გიპასუხოთ.