The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
თანამშრომლებზე ზრუნვის მენეჯერი
 
წამყვანი ქართულ ბიზნეს კორპორაცია, რომელიც ოპერირებს საქართველოს მსხვილ ქალაქებში  (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, მარნეული, თელავი) და აერთიანებს რამდენიმე ათას თანამშრომელს, აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა ზრუნვის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიაში იქმნება თანამშრომლებზე ზრუნვის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქცია თანამშრომელთათვის კომფორტული და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნა, მათი საჭიროებების იდენტიფიკაცია და დაკმაყოფილებაზე ზრუნვა, კარიერული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობაა.
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ხშირი მივლინებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1000-დან 1200 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 5 პოზიცია
დამატებით: ჯანმრთელობის დაზღვევა, განმავითარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა
 
ძირითადი საქმიანობა:
  • თანამშრომლებთან ნდობის ატმოსფეროს შექმნა;
  • თანამშრომლებთან ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება მათი საჭიროებების, კარიერული და პიროვნული განვითარების საკითხების განხილვის მიზნით;
  • თანამშრომლებთან შეხვედრების გზით მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეყვანა;
  • სისტემატიზაციის და დამუშავების საფუძველზე თანამშრომელთა საჭიროებებზე და განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები ინიცირება;
  • თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი ღონისძიებების /გამოკითხვების მიმართულებით და ამ ღონისძიებების მხარდაჭერა;
  • თანამშრომლებთან ხშირი კონტაქტი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით;
  • მუდმივი ზრუნვა თანამშრომელთათვის კომფორტული და პროდუქტიული სამუშაო გარემოს გარემოს შექმნაზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, კარიერული და პიროვნული განვითარების ხელის შეწყობაზე.
 
უნარები, გამოცდილება და განათლება:
  • ჩვენ მივესალმებით კარგი კომუნიკაციური უნარების მქონე, ემპათიურ, ინიციატივიან და ენერგიულ ადამიანებს, რომელთაც სურთ თავიანთი საქმიანობა დაუკავშირონ თანამშრომლების კეთილდღეობაზე და განვითარებაზე ზრუნვას;
  • მნიშვნელოვანია კანდიდატს ქონდეს ხანგრძლივი (სასურველია 5-7 წელი და მეტი) სამუშაო გამოცდილება ისეთ პოზიციაზე/ებზე, რომელიც ადამიანებთან ინტენსიურ კომუნიკაციას გულისხმობს;
  • საოფისე პროგრამების (ვორდი, ექსელი) სამუშაო დონეზე ცოდნა; 
  • მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი ან მეტი სოციალურ მეცნიერებებში (ფსიქოლოგი, სოციოლოგი, სოციალური მუშაკი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და სხვა).
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: recruiting@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საჭიროების შემთხვევაში, ამავე ელფოსტაზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ვაკანსიასთან დაკავშირებული თქვენი შეკითხვები; ჩვენ შევეცდებით ოპერატიულად გიპასუხოთ.