The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ლოჯისტიკის მენეჯერი

ვაცხადებთ ლოჯისტიკის მენეჯერის ვაკანსიას MACH & MACH - ისთვის. 

MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან და სხვადასხვა ცნობად პიროვნებასთან მთელს მსოფლიოში. 

სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის მოლაპარაკებების მართვის, დეტალებზე ორიენტაციის, პრობლემის გადაჭრის, გუნდური მუშაობის, ორგანიზატორულ, დროის მართვის და კომუნიკაციის უნარებს.

ძირითადი მოვალეობები:
ლოჯისტიკასთან დაკავშირდებული დოკუმენტაციის მომზადება ERP პროგრამულ სისტემაში;
ლოჯისტიკური საკითხების დაგეგმვა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
პროდუქციის გადაზიდვის პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
წამოჭრილი პრობლემების დროული აღმოფხვრა;
პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია;
შემომავალი და გამავალი დოკუმენტაციის ადმინისტრირება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; სასურველია საერთაშორისო გადაზიდვების გამოცდილება;
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერითი, ვერბალური) მაღალ დონეზე;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 სექტემბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge) რეკრუტინგის სამსახური. 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.