The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
საწყობის მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მსხვილი, საერთაშორისო დეველოპერული კომპანიისთვის, რომელიც წარმატებით ოპერირებს ევროპასა და საქართველოში.

სამუშაო ადგილი - ბათუმი
პოზიციის ტიპი - ხელმძღვანელი პოზიცია

სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის მართვის, დეტალებზე ორიენტაციის, პრობლემის გადაჭრის და გუნდური მუშაობის უნარებს.

ძირითადი მოვალეობები:
ყოველდღიურად საწყობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მიმდინარე პროცესების (საქონლის მიღება/გაცემა) ეფექტური მართვა;
საწყობში მისაღები/მიღებული პროდუქციის დასაწყობების მართვა;
მარაგების კონტროლი, ინვენტარიზაციის პროცესის კოორდინირება;
მარაგებიდან გამომდინარე შესყიდვების დროული ინიცირება;
საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა;
საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
ტექნიკურ სამეურნეო საქმიანობაზე პასუხისმგებლობა;
სასაწყობე სივრცის სწორად ორგანიზება/გამოყენება;
საწყობის საოპერაციო სისტემების განვითარებაზე ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტულად განიხილება დეველოპერულ, სამშენებლო ან/და მსხვილ რითელ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება);
საწყობის მენეჯმენტის პროცედურების ცოდნა;
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (უპირატესად განიხილება 1C)
მინიმუმ ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური ან თურქული) ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 18 მარტისა. 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (
http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.