The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
მომხმარებლებთან ურთიერთობის (Customer Care) სპეციალისტი

ვაცხადებთ ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე MACH & MACH-ისთვის.

MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მაღაზიებთან და სტილისტებთან.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს მომხმარებლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას, მათი საჭიროებების გაცნობას, ანალიზს, პრობლემების მოგვარების ეფექტიანი გზების შემუშავებას და შეთავაზებას; მომხმარებლებზე ზრუნვას, წინასწარ შემუშავებული სტანდარტების/გაიდლაინების შესაბამისად და მათ ჩარჩოებში, თუმცა ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით. 

მივესალმებით განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის, ემპათიის, დეტალებზე ორიენტაციის, პრობლემის გადაჭრის და გუნდური მუშაობის უნარები.

სამუშაო ადგილი - თბილისი, გვირილების # 23 და შალიკაშვილის #8 კვეთაზე (ამერიკის საელჩოს უკან)
სამუშაო განაკვეთი - სრული (09:00 – 18:00, შაბათ -კვირისა და დასვენების დღეების გარდა)
ანაზღაურება - 2 500 ლარი (Net) + ბონუსები

ძირითადი მოვალეობები:
პრობლემური საჩივრების მიღება და დამუშავება;
მენეჯმენტთან ერთად კომპანიის საჭიროებებზე მორგებული Customer Care სტრატეგიის და გაიდლაინის     შემუშავებაში მონაწილეობა;
ბაზარზე არსებული ბენჩმარკების, საუკეთესო მიდგომების, ტენდენციების მოკვლევა და მათი ინტეგრაცია   სტრატეგიაში/გაიდლაინებში;
წინასწარ შემუშავებული გაიდლაინის დაცვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოქნილი და ეფექტიანი   გადაწყვეტილებების მიღება;
ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეების სტრატეგიების ანალიზი;
• კომპანიის სხვა დეპრტამენტებთან (მათ შორის, ანალიტიკის, წარმოების, ლოჯისტიკის და ა.შ.მიმართულებებით)  მჭირდოდ თანამშრომლობა;
წარმოების გუნდსა და მომხმარებლებს შორის შუამავალის როლის შესრულება;
კომპანიის პროდუქტისა თუ პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილობა ანალიტიკის გუნდთან ერთად;
მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით კომპანიის მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება  საჭიროებისამებრ.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების, ან მომიჯნავე მიმართულებით;
აუცილებელია სულ მცირე 5 წლიანი ზოგადი სამუშაო გამოცდილება;
სასურველია საერთაშორისო ბაზარზე, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სფეროში გამოცდილება;
ინგლისური ენის Advance დონეზე ცოდნა; 
Microsoft Office პროგრამების ფლობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 25 მარტისა. 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.