ხარჯთაღმრიცხველი
ვაცხადებთ ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე ყულევის ნავთობ ტერმინალსა და პორტში (სოკარი - შავი ზღვის ტერმინალი).
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე მოტივირებულ, სტაბილურ თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
დამქირავებელი კომპანია - სოკარი - შავი ზღვის ტერმინალი
სამუშაო ადგილი - ხობი, ყულევი
სამუშაო განაკვეთი - სრული 09:00 – 18:00 (შაბათი -კვირა დასვენების დღეები)
ანაზღაურების დიაპაზონია - 2000 - დან 5000 ლარამდე (კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი - ტრანსპორტი, დაზღვევა, სადილი, კორპორაციული ნომერი.
ძირითადი მოვალეობები:
• შესაბამისი ფინანსური ანგარიშების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ბუღალტრული, ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მიღება შეგროვება და დახარისხება;
• კომპანიის მენეჯმენტისა და მარეგულირებელი ორგანოებისათვის შესაბამისი ანგარიშების და ანალიზის წარმოება და დროული მიწოდება;
• საერთაშორისო სტანდარტის (IFRS) მიხედვით სხვადასხვა სახის პერიოდული (წლიური, კვარტალური და ყოველთვიური) ფინანსური ანგარიშების მომზადება;
• კომპანიის მიმდინარე ხარჯების მონიტორინგი კომპანიის ბიუჯეტთან მიმართებაში, დამტკიცებულ დონესთან შესაბამისობის განსაზღვრა და ხარჯების შესაბამის დიაპაზონში მოქცევა;
• კომპანიის სხვადასხვა დანაყოფის/დეპარტამენტის ხარჯების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
• დამატებითი ხარჯების შემცირება/აღმოფხვრის სფეროების, არეალის და შესაძლებლობების განსაზღვრა;
• მომწოდებლებისგან ან ქვეკონტრაქტორებისგან ხარჯების მონაცემების შეგროვება და შესაბამის დიაპაზონებთან თანხვედრის ანალიზი;
• შესაბამისი შემოსავლების და ხარჯების გამოვლენის და ანალიზის საფუძველზე კომპანიის მიერ კლიენტთათვის შეთავაზებული მომსახურებების რენტაბელობის შეფასება;
• საკრედიტო პორტფელის ანალიზი;
• კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასების, შედეგების, ანალიზის და პროგნოზირებისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
• ხარჯების დადგენილ ინდიკატორებთან შესაბამისობის ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
• სხვადასხვა პროექტების ფინანსური ეფექტის დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
• სხვადასხვა მომსახურებების ღირებულების დაანგარიშების ფორმების შემუშავება, მათი რენტაბელობის განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება;
• ბიზნეს გეგმების მომზადებისთვის ფინანსური ანალიზის და პროგნოზების შემუშავება;
• ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა ანალიტიკური ფორმების შემუშავება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის/ეკონომიკის მიმართულებით;
• CIMA, CMA ან ACCA სერთიფიკატი/ები ან გათანაბრებული კვალიფიკაცია;
• შესაბამის პოზიციაზე/მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი);
• ინგლისური ენის ცოდნა (როგორც სასაუბრო ასევე წერითი), რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
• MS Office პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (მათ შორის Excel უმაღლეს დონეზე);
• კომპიუტერული აღრიცხვის სისტემებისა და ფინანსური ანგარიშგების პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა და გამოცდილება SAP - ის ჩათვლით;
• დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@stream.com.ge. დედლაინი - 2023 წლის 30 სექტემბერი.
შერჩევას ახორცილებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.