The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
კრეატიული მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას კრეატიული მენეჯერის პოზიციაზე MACH & MACH - ისთვის.

MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს. 
ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს მსოფლიო მოდის წამყვან კომპანიებთან.

შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე კანდიდატს, უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, ანალიტიკური, გუნდური მუშაობის და ორგანიზების უნარები. 

სამუშაო ადგილი
- თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (09:00 – 18:00, შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების გარდა)
ანაზღაურება - კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი მოვალეობები:
დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობა, მოკვლევა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზირება - ტრენდების, მასალების, სამოსის ტიპების და სხვა ინფორმაციის, როგორც ვიზუალური, ისე შინარსობრივი გაანალიზება;
ფოტო/ვიდეო გადაღებების სრული ციკლის მართვა, დაგეგმვა, მიმდინარეობის კონტროლი;
ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან, გადამღებ ჯგუფთან ურთიერთობა, მიმართულების მიცემა და საბოლოო შედეგის კონტროლი;
საერთაშორისო კოლეგებთან ერთად მუშაობა, მათთან კომუნიკაცია;
გამოფენებზე დასწრება; მასალების შეკვეთის უზრუნველყოფა;
მუდმივი კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება/მიღება ბრენდის დამფუძნებლებთან, დიზაინერებთან, მკერავებთან, კონსტრუქტორებთან, დამკვეთებსა და მომწოდებლებთან;
კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ მივლინებაში გამგზავრება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის, გრაფიკული დიზაინის ან მომიჯნავე სფეროში;
აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი მსგავსი სამუშაო გამოცდილება;
ინგლისური ენის Advance დონეზე ცოდნა; 
Microsoft Office პროგრამების ფლობა; Photoshop, illustrator პროგრამების ფლობა;
ესკიზების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 15 დეკემბრისა. Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.