The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
პროდუქტის მფლობელი (Product Owner)

ჰოლდინგური კომპანია, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ახალი დიჯიტალ პროექტისთვის ეძებს პროდუქტის მფლობელს (Product Owner).

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ. - პარ.)
დაქვემდებარება : ჰოლდგინგის სამეთვალყურეო საბჭო
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი შეფასების სისტემაზე დაყრდნობით)

ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის ბორდის წევრებთან ერთად პროექტიის დაგეგმვა, მართვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
კომპანიის ტექნოლოგიური სტრატეგიის ჩამოყალიბება და სამუშაო პროცესში ინტეგრაციის უზრუნველყოფა;
კომპანიის გეგმების მიხედვით რესურსების განსაზღვრა;
ახალი ტექნოლოგიების/ტექნოლოგიური სიახლეების მოძიება და დანერგვა სამუშაო პროცესში;
პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი; 
დეველოპერების გუნდის შექმნა და პროექტის მიხედვით რესურსების სწორი განაწილება; 
გუნდის რესურსების მართვა და მენეჯმენტი;
შიდა გუნდებთან კოორდინაცია, დიზაინის, მარკეტინგის, გაყიდვების მიმართულებით; 
პროექტის პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და სტრატეგიის შემუშავება; 
კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული შესაბამისი აქტივობების  დაგეგმვა და მათი განხორციელება;
პროექტის დანახარჯების ზუსტი და დროული ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
შესაბამის ბიზნეს სტრუქტურების დახმარება პროექტის / დავალების დეტალების და მათი მხრიდან საჭირო სამუშაოების განსაზღვრაში;
დასმული IT დავალების უშუალო ხელმძღვანელთან ან/და შესაბამის დეველოპერ(ებ)თან განხილვა და შესრულების ვადების განსაზღვრა; 
შეთანხმებული პროექტის და მისი პუნქტების აღრიცხვა დოკუმენტურად და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში დარეგისტრირება (შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით);
პროექტის იმპლემენტაციის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ პროექტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დავალების ავტორთან;
• ტესტირების შედეგების და პროექტის რეალურ გარემოში გაშვების შეთანხმება შესაბამის ბიზნეს სტრუქტურასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (პროექტების მართვის/ ბიზნესის მართვის /ტექნოლოგიების მიმართულებით);
დიჯიტალ პროექტების  ან ელექტრონული კომერციის სამუშაო გამოცდილება;
პროექტის მართვის გამოცდილება; 
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის სტრუქტურის ცოდნა
პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის აღწერის გამოცდილება; 
სასურველია გააჩნდეს Agile (Scrum და Kanban) მეთოდოლოგიის თეორიული ცოდნა და გამოცდილება;
სასურველია გააჩნდეს Jira-ში და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა, 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.