The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიისთვის CATONI.
 
CATONI ჯგუფს აქვს წარმატებული ისტორია საქართველოს ბაზარზე. კომპანია კლიენტებს სთავაზობს მომსახურების ფართო არჩევანს, მათ შორის საპორტო სააგენტოს, ტვირთის გადაზიდვას, განბაჟებას და სხვა. კომპანია აწვდის განსაკუთრებულ მომსახურებას მომხარებლებს და ამყარებს მყარ ურთიერთობებს საკუთარ პარტნიორებთან.
 
კომპანია ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ თანამშრომელს გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების გუნდის შეუფერხებლად მუშაობას სხვადასხვა დოკუმენტაციების მომზადებითა და ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარებით. კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს დინამიურ და მზარდ ინდუსტრიაში მუშაობის შესაძლებლობას, ასევე თანამშრომელზე ორიენტირებულ გარემოსა და სწავლისა და განვითარების მუდმივ შესაძლებლობას. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მაღალი კონკურენტული ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები
 
ძირითადი მოვალეობები:
• გადაზიდვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
გადაზიდვებისა და ტვირთების შესახებ ჩანაწერების წარმოება;
ეფექტური კომუნიკაციის წარმოება შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის კლიენტებთან, გადამზიდავებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან;
ტარიფების, რეგულაციებისა და გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის;
გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადებაში და ასევე, მომხარებლებთან კომუნიკაციაში;
მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი ტენდენციების და გაუმჯობესების შესაძლებლობების დასადგენად;
• სხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საზღვაო გადაზიდვის მიმართულებით (ან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროში);
საერთაშორისო ვაჭრობისა და გადაზიდვების რეგულაციების ცოდნა;
Microsoft Office და CRM სისტემების ცოდნა;
ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
დამოუკიდებლად და ასევე, გუნდურად მუშაობის უნარი;
• ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@stream.com.ge არაუგვიანეს 25 აპრილისა
 
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.