The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
შიდა გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ვაცხადებთ ვაკანსიას შიდა გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია „ინექს გრუპი“-სთვის.
 
“ინექს გრუპი” არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, მსოფლიოს 8 ყვეყანაში, არსებული ოფისებითა და ფილიალებით მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი და პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, ესენია: აშშ, ევროპის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი, თურქეთი და სხვა.  

პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატს, რომელიც კარგად იცნობს ლოჯისტიკური საქმიანობის სფეროს, მასთან დაკავშირებულ პროცესებს და გადაზიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კანონის შესაბამისად წარმართვისთვის საჭირო სტანდარტებს. აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს პოზიციისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის გამოცდილებას (საკურიერო მანქანების აღჭურვა კონტროლის შესაბამისი მექანიზმებით, მონიტორინგის პროცესების აწყობა). კანდიდატს უნდა გააჩნდეს პროცესების მასშტაბური ხედვისა და ანალიზის მაღალგანვითარებული შესაძლებლობები, პროცესების ანალიზისა და რეპორტინგისთვის საჭირო ტექნიკურ უნარები, შეეძლოს ეფექტიანი კომუნიკაცია და საქმის სწორად და ეფექტურად გადანაწილება და დელეგირება.
 
სამუშაო ადგილი: თბილისი; აწყურის, #45.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ. - პარ.)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
• ქვეყნის მასშტაბით საკურიერო მომსახურების და მასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცესების გამართვა-განვითარება;
ქვეყნის მასშტაბით მიწოდების ჯაჭვის სტრუქტურის გამართვა და განვითარება;
გუნდის ფორმირება, გუნდის მართვა და განვითარებაზე ზრუნვა. 
კლიენტების მოზიდვა და არსებული კლიენტებისთვის შესაბამისი ახალი მომსახურების შეთავაზება;
ოპერაციული კუთხით კომპანიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ცვლილებების ინიცირება;
დისტრიბუციის პროცესის მეთვალყურეობა, შეფერხებებსა და პრობლემებზე მყისიერი რეაგირების უზრუნველყოფა;
უცხოეთში კომპანიის წარმომადგენლობების მენეჯერებთან საქმიანი კომუნიკაცია;
პროცესების ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
• კლიენტებთან ეფექტური და გრძელვადიანი თანაშრომლობის ჩამოყალიბება და განვითარება.
ძირითადი მოთხოვნები: 
• გადამზიდავი (საკურიერო, საამანათო) ან მონათესავე (სადრისტრიბუციო ქსელი, ელექტრონული კომერციის პროდუქციის მიწოდება და საწყობის მენეჯმენტი, მგზავრთა გადაყვანის სერვისი) სფეროში, შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
მიწოდების ჯაჭვის სტრუქტურის ცოდნა და გამოცდილება; 
მიწოდების ჯაჭვის სისტემის აწყობის გამოცდილება;
გუნდის მართვის გამოცდილება;
საქმიანი მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
• უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 20 აპრილისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.