The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
HR მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე კომპანია ,,აგრონომისთვის“, რომელიც არის პესტიციდების, მინერალური სასუქების, სათესლე მასალისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის მსხვილი იპორტიორი კომპანია. 
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით: https://agronom.com.ge/

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.

სამუშაო ადგილი
- თბილისი (საჭიროებიდან გამომდინარე პოზიციაზე გათვალისწინებულია მივლინებები რეგიონებში)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:30 სთ -17:30 სთ)
დაქვემდებარება - კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი
ანაზღაურება - 2500 - 3500 (NET)

ძირითადი მოვალეობები:
• ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, სისტემების დანერგვა/მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება; 
შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;  
თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება - HR დოკუმენტაციის (შვებულებები, ცნობები...) მართვა და რეესტრის წარმოება, Payroll; 
სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება/განახლება; 
თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა; 
ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის მართვა; 
შიდა საკომუნიკაციო სისტემების განვითარება - თანამშრომელთა მუდმივი ინფორმირება ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მიმართულებით განხორციელებულ პროცედურულ ცვლილებებთან დაკავშირებით; 
თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების და კარიერული განმავითარების პროგრამის შემუშავება;
• სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიების ორგანიზება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება; 
ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის ყველა მიმართულებით (პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ რეგიონებში თანამშრომელთა შერჩევის გამოცდილება);
ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (HR Manager, HR Generalist, HR business partner);
• საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 21 ივნისისა.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.