The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
კატეგორიის მენეჯერი 

LILOSHOP.GE არის წარმატებული, მზარდი და სწრაფად განვითარებადი ონლაინ მაღაზია, რომელის ახალგაზრდული გუნდი იწვევს მიზანდასახულ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ანალიტიკური აზროვნების, აქტიურ და კომუნიკაბელურ წევრს კატეგორიიის მენეჯერის პოზიციაზე.
 
სამუშაო ადგილი - თბილისი, ლილო;
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00-დან -18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება + სხვადასხვა სახის ბენეფიტები.
 
ძირითადი მოვალეობები:
 
• ბაზრის კონკურენტული ანალიზი და საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
• საიტზე განსათავსებელი პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა;
• შესაბამის კატეგორიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის ანალიზი და განახლება;
• პოტენციური მომწოდებლების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების წარმოება;
• პროდუქციის ფასების განსაზღვრა და საფასო პოლიტიკის კონტროლი;
• პროდუქციის საიტზე განთავსების სრულად უზრუნველყოფა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი ციფრულ მარკეტინგის ან ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
• მომწოდებლებთან ურთიერთობის პრინციპების ცოდნა და ამ მიმართულებით გამოცდილება;
• მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპების ცოდნა და ამ მიმართულებით გამოცდილება;
• ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• ინგლისური/რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე categorymanager@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 9 აგვისტოსი.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.